დენი ბოილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დენი ბოილი
დაბადების სახელი დენი ფრენსის ბოილი
დაბადების თარიღი 20 ოქტომბერი, 1956 (1956-10-20) (67 წლის)
რედკლიფი, ლანკასტერი, ინგლისი
საქმიანობა რეჟისორი
პროდიუსერი
აქტიური 1980–დღემდე
პარტნიორ(ებ)ი გეილ სტევენზი (1983–2003)
შვილ(ებ)ი 3

დენიელ ფრენსის ბოილი (ინგლ. Danny Francis Boyle; დ. 20 ოქტომბერი, 1956) — ინგლისელი კინო-ტელე და თეატრის რეჟისორი და პროდიუსერი. ცნობილია თავისი კინონამუშევრებით „არც ისე ღრმა საფლავი“ (1994), „ჩხერკეთელაობა“ (1996) და მისი სიკველით „T2“ (2017), „სანაპირო“ (2000), „28 დღის შემდეგ“ (2002), „მზის ნათება“ (2007), „ღარიბი მილიონერი“ (2008), „127 საათი“ (2010), „სტივ ჯობსი“ (2015), „გუშინ“ (2019). მისმა სადებიუტო ფილმმა „არც ისე ღრმა საფლავი“ მოიპოვა BAFTA საუკეთესო ბრიტანული ფილმის ნომინაციაში. ბრიტანეთის კინოინსტიტუტმა ფილმი „ჩხერკეთელაობა“ ყველა დროის საუკეთესო 100 ბრიტანულ ფილმთა შორის მე-10 პოზიციაზე განათავსა. ბოილის 2008 წლის ფილმი „ღარიბი მილიონერი“ როგორც ათწლეულის ყველაზე წარმატებული ბრიტანული ფილმი ნომინირებული იყო ოსკარის 10 ჯილდოზე, საიდანაც ერგო 8, მათ შორის ოსკარი საუკეთესო რეჟისორისთვის. მოიპოვა აგრეთვე ოქროს გლობუსი და BAFTA საუკეთესო რეჟისურისთვის. 2012 წელს იყო ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ცერემონიის გახნის სამხატვრო ხელმძღვანელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]