აქტიურად იბრძოდა საქართველოში ჰეგემონიის მოპოვებისათვის. ფეოდალურმა ოპოზიციამ დაუპირისპირა ძმა თეოდოსი, რომელსაც მხარს უჭერდა მესხეთის, ქართლისა და კახეთის აზნაურთა ნაწილი. დემეტრე III-მ დაამარცხა თეოდოსის მომხრე აზნაურები, შემდეგ მოტყუებით შეიპყრო თეოდოსი, თვალები დასთხარა და შეძლო დროებით აღედგინა აფხაზეთის სამეფოს ჰეგემონია საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში. მაშინ მეამბოხე ფეოდალებმა მის წინააღმდეგ აამხედრეს მეორე ძმა, დემეტრე III-მ ეს ცდაც ჩაახშო.