დარენდორფის ჰიპოთეზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რალფ გუსტავ დარენდორფი, ბარონი დარენდორფი — გერმანელ-ბრიტანელი სოციოლოგი, ფილოსოფოსი, მეცნიერი და ლიბერალური პოლიტიკოსი.

დარენდორფის ჰიპოთეზა (ინგლ. Dahrendorf hypothesis) — ეკონომიკური ჰიპოთეზა, რომელიც ატარებს გერმანელ-ბრიტანელი პოლიტიკური მეცნიერის, რალფ დარენდორფის, სახელს. ჰიპოთეზის თანახმად, დროსა და სივრცეში ეკონომიკური ფოლისის მრავალფეროვნება, რომელიც გამომდინარეობს ადგილობეივი საჭიროებებიდან, სასურველია.

დარენდორფის არგუმენტი ეფუძნება მოსაზრებას, რომ საზოგადოებები მრავალფეროვანი და ერთმანეთისგან განსხვავებულია. მრავალფეროვნება და განსხვავებულობა იწვევს იმას, რომ ერთი და იმავე ეკონომიკური ფოლისი სხვადასხვა საზოგადოებაში სხვადასხვა შედეგის მომტანია.

დარენდორფის ჰიპოთეზა ეწინააღმდეგება ეკონომიკაში მიღებული თეორიებისა და ტრადიციული პერსპექტივების უმრავლესობას, განსაკუთრებით კი - ნეოკლასიკურ პერსპექტივას, რომლებიც ეფუძნება იმ იდეას, რომ ეკონომიკური ფოლისი უნდა იყოს ერთიანი და იდენტური.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Dahrendorf, Ralf (1999). Ein neuer Dritter Weg? Reformpolitik am Ende des 20. Jahrhunderts, Beiträge zur Ordnungstheorie und Ordnungspolitik. Tübingen: Mohr Siebeck. ISBN 3-16-147155-5. 
  • schellenbach.pdf