დამარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დამარა გლეხები

დამარა (დამა, მთის დამარა; თვითდასახელება: !uinida; ჰერერო: ozonduka; აფრიკაანსი: klippkaffer) — ნამას ენაზე მოლაპარაკე ეთნიკური ჯგუფი ნამიბიის ჩრდილოეთში (დამარალენდი). ძირითადი საქმიანობა მესაქონლეობა. შესამჩნევად განსხვავდებიან ნამასაგან ანთროპოლოგიურად (უფრო მეტად ნეგროიდები).

სახელწოდება „დამარა“ მომდინარეობს სიტყვა ნეგრიდან, რომელიც ნამას ენაზე წარმოითქმის, როგორც „დამან“.

მათი წარმოშობა დღემდე გამოცანად რჩება. მკვლევართა უმრავლესობის აზრით დამარები იყვნენ ნამიბიის ერთ-ერთი პირველი მცხოვრებლები ბუშმენების გვერდით. ეს ხალხები ნამიბიაში ცხოვრობდნენ სამხრეთიდან ჰოტენტოტების და ჩღდილოეთიდან ბანტუს მოსვლამდე. თუმცა, ჯერ კიდევ უცნობია რა ენაზე საუბრობდნენ დამარები წინათ, როდის და რატომ გადავიდნენ ისინი ჰოტენტოტების ენაზე (ნამა ენაზე. ლექსიკის კვლევის საფუძველზე ვარაუდობენ, რომ წინათ დამარები საუბრობდნენ ჩუ-კხვე ენის დიალექტზე (სტრადო-დამარულზე), რომელზეც დღისათვის საუბრობენ ბოტსვანას და ნამიბიის ბუშმენების ნაწილი, რის შემდეგაც არათანაბრად განიცადეს ნამაიზება. მაგ: ცენტრალურ რაიონებში ნამა ენის გავლენა მეტად ძლიერია დამარების ენაზე, ვიდრე განაპირა რეგიონებში მცხოვრებზე.

XVIII ს. შუახანებში დამარას მიწებზე დასახლდა ჰერეროს ტომი. ისინი მშვიდობიანად თანაარსებობდნენ. XX ს. დასაწყისში მრავალი ჰერერო გაანადგურეს, მაგრამ დღესაც კი ისინი საკმაოდ ბევრნი არიან დამარებს შორის. ტრადიციულად გამოყოფენ ტომებს (!haoti), რომელთა დაყოფა არ ემთხვევა დიალექტურ დაყოფას. ვინდჰუკის რაიონში და დამარას ტერიტორიების აღმოსავლეთით იკვეთება ნამა.

გამოყოფენ შემდეგ ტომებს:

  • ჩიაკჰოუ (ǂ’au-kxoen)
  • ლიაუბ-დამარა (гауб-дамара; ||gaub-damara)
  • სესფონტეინ-დამარა (au-kupun)
  • აურიდამა (auridama)
  • კიაიოდამა (|geië-daman)
  • ჩაიოდამა (ǂaodama)
  • ერონგო-დამა (erongo-dama;!’oe-gǂãn)
  • სვაკოპ-დამა (swakop-dama tsoaxüdaman)
  • კჰომადანა (|hom-daman)
  • ციოვანინი (|gowanin)
  • კიომენი (!gomen)
  • აროდამა (aro-daman)
  • ანიმინი (animin)
  • ოუმინი (oumin)
  • გობაბის-დამა (цъопани; |gopani)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Haacke W.H.G., Eiseb E., Namaseb L. Internal and external relations of Khoekhoe dialects: a preliminary survey. // Namibian languages: reports and papers. Edited by W. Haacke & E.D. Elderkin. (Namibian African studies, v 4.). — Cologne: Rüdiger Köppe Verlag for the University of Namibia, 1997. — С. 139, 150.