დაკარგული კიდობნის მაძიებლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„დაკარგული კიდობნის მაძიებლები“
რეჟისორი სტივენ სპილბერგი
პროდიუსერი ფრენკ მარშალი
ჰოვარდ კაზანჯანი
ისტორია ჯორჯ ლუკასი
ფილიპ კაუფმანი
როლებში ჰარისონ ფორდი
კერენ ელენი
ჯონ რის-დეივისი
პოლ ფრიმენი
რონალდ ლეისი
დენჰოლმ ელიოტი
კომპოზიტორი ჯონ უილიამსი
ოპერატორი დაგლას სლოუკომი
მონტაჟი მაიკლ კენი
სტუდია Lucasfilm Ltd.
დისტრიბუტორი Paramount Pictures
გამოსვლის თარიღი
  • 12 ივნისი, 1981 (1981-06-12)
ხანგრძლივობა 115 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 18 მილიონი აშშ დოლარი[1]
შემოსავალი 389.9 მილიონი აშშ დოლარი[1]

დაკარგული კიდობნის მაძიებლები (ინგლ. Raiders of the Lost Ark), მოგვიანებით ცნობილი, როგორც ინდიანა ჯოუნსი და დაკარგული კიდობნის მაძიებლები (ინგლ. Indiana Jones and the Raiders of the Lost Ark) — პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი ინდიანა ჯოუნსის თავგადასავლებზე, გამოსული 1981 წლის 12 ივნისს. მისი რეჟისორია სტივენ სპილბერგი.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

1936 წელს, აღმოსავლეთ ამერიკის ჯუნგლებში არქეოლოგი ინდიანა ჯოუნსი ეძებს ძველი ტაძრის განძს, ოქროს კერპს. აღმოაჩენს რა მას, ნადავლთან ერთად გარბის, მაგრამ გზად ხვდება მოწინააღმდეგეს, არქეოლოგ რენე ბელოკს. ადგილობრივი მაცხოვრებლების მუქარის ქვეშ ინდიანა იძულებულია, მისცეს ბელოკს განძი.

ინსტიტუტში დაბრუნებისას ჯოუნსი ხვდება აშშ-ს ორ საიდუმლო აგენტს, რომლებიც ამცნობენ ნაცისტების ქმედებების შესახებ - ისინი ეძებენ აბნერ რეივენვუდს, ჯოუნსის ყოფილ მასწავლებელს, ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტს ძველი ეგვიპტური ქალაქის, ტანისის სფეროში. აღმოჩნდება, რომ ნაცისტებმა იპოვეს ქალაქი და ვარაუდობენ, რომ ცნობილი ძველი აღთქმის კიდობანი სწორედ იქ ინახება. ჯოუნსი ხვდება, რომ ნაცისტები ეძებენ რეივენვუდს, რადგან სწორედ მას აქვს ღმერთ რას კვერთხის ნაწილი, რომელიც კიდობნის გზის აღმოჩენის საშუალებას იძლევა. მისი კოლეგა, მარკუს ბროუდი ამტკიცებს, რომ კიდობნის აღმოჩენა ნიშნავს დიდი ძალაუფლების მიღებას და უძლეველი არმიის შექმნას.

ჯოუნსი მოგზაურობს ნეპალში, მაგრამ იქ აღმოაჩენს, რომ რეივენვუდი გარდაიცვალა, ხოლო კვერთხის წვეტი დარჩა მის შვილს, მერიონ რეივენვუდს, ინდიანას ყოფილ შეყვარებულს. ჯოუნსისა და ნაცისტების აგენტს, ტოტოს შორის მომხდარ სროლაში მერიონის ტავერნა იწვის და იგი თანხმდება, დაეხმაროს ჯოუნსს. ორი დღის შემდეგ ისინი ჩადიან კაიროში და ხვდებიან სალას, ცნობილ ეგვიპტელ მიწისმთხრელსა და ინდიანას მეგობარს. სალა აუწყებს, რომ იცის, სად ეძებენ ნაცისტები დაკარგულ კიდობანს, ბელოკის ხელმძღვანელობით. ნაცისტები პოულობენ და იტაცებენ მერიონს. ამასობაში სალა და ჯოუნსი ცდილობენ, გაშიფრონ კვერთხის წვეტზე გამოსახული წარწერები. მათი დახმარებით ისინი დაადგენენ, რომ ნაცისტები შეცდნენ და მათ შანსი აქვთ, იპოვონ ეს კიდობანი ბელოკზე უფრო ადრე.

ადგილზე ინდი და სალა მიიყვანენ საკუთარ, მცირე გუნდს და იწყებენ გათხრებს. რამდენიმე საათის შემდეგ ჩნდება ე.წ. „სულების ჭის“ ზედა ნაწილი. მასში შესული ჯოუნსი აღმოაჩენს გველებს, რომლებისაც საოცრად ეშინია. მიუხედავად ამისა, იგი პოულობს კიდობანს და, სალას ხალხის დახმარებით, ზევით ააქვს. მაგრამ ბელოკი და ნაცისტები კვლავ პოულობენ ინდის და ართმევენ კიდობანს. სიკვდილის ტაძარი ილუქება მათ მიერ და მასში რჩებიან ჯოუნსი და მერიონი. მაგრამ ისინი პოულობენ გზას და გამოდიან გარეთ, რათა მოძებნონ ნაცისტები.

ბელოკი აპირებს კიდობნის ბერლინში გადატანას, თვითმფრინავის დახმარებით. მაგრამ ჯოუნსი ჩაშლის მის გეგმებს და თვითმფრინავი ფეთქდება. ამის მაგივრად ბელოკი გადაწყვიტავს კიდობნის კაიროში ჩატანას. ჯოუნსი იპარავს ცხენს და ჩუმად მიჰყვება ნაცისტების კოლონას. იგი იტაცებს სატვირთო მანქანას კიდობნით და, სალას დახმარებით, ორგანიზებას უწევს გემით მის ინგლისში გადაგზავნას.

მაგრამ მეორე დილით ნაცისტური წყალქვეშა ნავი ბელოკის ხელმძღვანელობით აჩერებს გემს. ინდი იმალება, მაგრამ ნაცისტები კვლავ იტაცებენ მერიონს. ინდი იპარება მათ ბანაკში, საიდანაც, ნაცისტურ უნიფორმაში მიჰყვება ბელოკს. ეს უკანასკნელი აპირებს კიდობნის ძლიერების შემოწმებას, სანამ მას თავის უფროსობას გადასცემს. იზოლირებულ კანიონში ჯოუნსი ემუქრება ბელოკს, რომ გაანადგურებს კიდობანს, თუ მერიონს არ გაათავისუფლებენ, მაგრამ ბელოკი აიძულებს მას, თავად ჩაბარდეს ნაცისტებს. ცერემონიის დროს ინდი და მერიონი სვეტზე მიბმულები არიან. ბელოკი ხსნის კიდობანს, მაგრამ იქიდან ჩნდებიან ზებუნებრივი სულები, რომლებიც აშინებენ და ანადგურებენ მთელ არმიას, ბელოკის ჩათვლით. კიდობანი იხურება.

ვაშინგტონში დაბრუნებული ჯოუნსი კვლავ ხვდება საიდუმლო აგენტებს, რომლებიც ამცნობენ მთავრობის გეგმების შესახებ. აღმოჩნდება, რომ კიდობნის საკითხს განიხილავენ. მაგრამ უკანასკნელ კადრებში ჩანს, რომ დიდი ყუთი წარწერით „სრულიად საიდუმლოდ“ ინახება დიდ სახელმწიფო საცავში, რომელშიც ათასობით მსგავსი ყუთია მოთავსებული.

მსახიობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Raiders of the Lost Ark (1981). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: July 9, 2007.