დავლეკანოვო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
დავლეკანოვო
Дәүләкән
გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ფედერაციის სუბიექტი ბაშკირეთი
მუნიციპალიტეტი დავლეკანოვოს რაიონი
კოორდინატები 54°13′00″ ჩ. გ. 55°02′00″ ა. გ. / 54.21667° ჩ. გ. 55.03333° ა. გ. / 54.21667; 55.03333
დაარსდა XVIII საუკუნე
პირველი ხსენება 1735
ამჟამინდელი სტატუსი 1942
ცენტრის სიმაღლე 110
ოფიციალური ენა ბაშკირული და რუსული ენა
მოსახლეობა 23 820 კაცი (2016)
ეროვნული შემადგენლობა რუსები, ბაშკირები, თათრები, უკრაინელები, ჩუვაშები
სასაათო სარტყელი UTC+5
სატელეფონო კოდი +7 34768
საფოსტო ინდექსი 453400—453406, 453409
ოფიციალური საიტი admdavlekan.ru
დავლეკანოვო — რუსეთი
დავლეკანოვო
დავლეკანოვო — ბაშკირეთი
დავლეკანოვო

დავლეკანოვო (ბაშკ. Дәүләкән) — ქალაქი ბაშკირეთის რესპუბლიკაში, ქალაქ უფიდან 96 კმ-ში სამხრეთ დასავლეთში, მდებარეობს მდინარე დიომაზე. დავლეკანოვოს რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქში გადის ტრანსციმბირის მაგისტრალი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი დავლეკანოვო დაარსდა XVIII საუკუნის შუა წლებში. მისი სახელი წარმოქმნილია ვოტჩინის მფლობელის დავლეკან სირტლანოვის სახელიდან. ამ სახელით მოიხსენიება პირველად 1735 წლის ერთ-ერთ დოკუმენტში.

დავლეკანოვო წარმოიქმნა ორი ბაშკირული სოფლის დავლეკანოვოსა და იტკულოვს შეერთების შედეგად. სოფელი დავლეკანოვო პირველად იხსენიება 1735 წელს, ხოლო სოფელი იტკულოვი დაარსდა 1797 წელს ბაშკირი იტკულ ბასკუნოვის მიერ.

მოხერხებულმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ იგი მთავარ სავაჭრო და ეკონომიკურ ცენტრად აქცია რეგიონში. პირველი მსოფლიო ომის წინ დავლეკანოვოში ცხოვრობდა 15 500 ადამიანი. რუსეთის სამოქალაქო ომის პერიოდში სოფელი მნიშვნელოვანი ბრძოლების ცენტრი იყო.

მეორე მსოფლიო ომის დროს დავლეკანოვოს რაიონიდან ფრონტზე გაემგზავრა 11 000-ზე მეტი ადამიანი, საიდანაც 5 000 მეტი დაიღუპა. მათგან ოთხს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 სრულიად რუსეთის აღწერის მიხედვით მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა ასეთია: რუსები — 47,1 %, ბაშკირები — 26 %, თათრები — 17,9 %, უკრაინელები — 4,4 %, ჩუვაშები — 1,3 %, სხვა — 3,3 %[1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]