გურუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გურუ (სანსკ. गुरु guru „მძიმე“) — ტიტული ინდუიზმში, რელიგიური მასწავლებელი, სულიერი მოძღვარი. გურუს მოვალეობაა, მას მინდობილ ადამიანს ჭეშმარიტების შეცნობაში დაეხმაროს და ღმერთთან დასაბრუნებელი გზა დაანახოს. ინდუისტური ლიტერატურა ხაზს უსვამს გურუს ყოლის აუცილებლობას სულიერი რეალიზების საქმეში და მის, როგორც ღმერთის, თაყვანისცემას.

გურუს ტრადიცია გავრცელებულია ბუდიზმსა და ჯაინიზმშიც, ხოლო სიქიზმისთვის მას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=გურუ&oldid=4317401“-დან