გურბანგული ბერდიმუჰამედოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გურბანგული ბერდიმუჰამედოვი
გურბანგული ბერდიმუჰამედოვი
თურქმენეთის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 დეკემბერი, 2006 – 19 მარტი, 2022
წინამორბედისაფარმურატ ნიაზოვი

დაბადებული29 ივნისი, 1957 (1957-06-29) (66 წლის)
ბაბარაპი, თურქმენეთის სსრ, სსრკ
მეუღლეოგულგერეკ ბერდიმუჰამედოვა
შვილები4
განათლებათურქმენეთის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი
პროფესიაექიმი-სტომატოლოგი
რელიგიასუნიტური ისლამი

გურბანგული ბერდიმუჰამედოვი (თურქმ. Gurbanguly Mälikgulyýewiç Berdimuhamedow; დ. 29 ივნისი 1957, სოფ. ბაბარაპი, თურქმენეთის სსრ, სსრკ), ატარებს ტიტულს არკადაგი (თურქმ. Arkadag — „მფარველი“[1]) — თურქმენეთის პრეზიდენტი 2006 წლის 21 დეკემბრიდან —2022 წლის 19 მარტამდე, სახელმწიფო მოღვაწე, თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, არმიის გენერალი, მედიცინისა და ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, თურქმენეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე 2007-2013 წლებში[2].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1957 წლის 29 ივნისს თურქმენეთის სსრ-ის სოფელ ბაბარაპში, პედაგოგის ოჯახში. იგი ექვსშვილიან ოჯახში ერთადერთი ვაჟი იყო. არაოფიციალური ინფორმაციით მისი ნამდვილი მამა იყო თურქმენეთის ყოფილი მუდმივი პრეზიდენტი საფარმურატ ნიაზოვი[3].

1979 წელს დაასრულა თურქმენეთის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიის ფაკულტეტი, შემდეგ ასპირანტურა.

სამსახურეობრივი კარიერა დაიწყო 1980 წელს. 1980-1982 წლებში მუშაობდა სოფელ ერიკ-ყალის ამბულატორიის ექიმ-სტომატოლოგად. 1982-1985 წლებში აშხაბადის რაიონის მთავარ სტომატოლოგად. 1990-1995 წლებში სამედიცინო ინსტიტუტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტია. 1995-1997 წლებში თურქმენეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სტომატოლოგიური ცენტრის დირექტორია. 1997-2007 წლებში კი ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი. 2001 წლიდან მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა. 2006 წლის ნოემბერში თურქმენეთს წარმოადგენდა დსთ-ის სამიტზე.

პრეზიდენტ საფარმურატ ნიაზოვის გარდაცვალების შემდეგ გურბანგული ბერდიმუჰამედოვი მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. კონსტიტუციის თანახმად ეს თანამდებობა ეკუთვნოდა ოვეზგელდი ატაევს, რომლის წინააღმდეგაც მოულოდნელად აღძრეს სისხლის სამართლის საქმე. 2007 წელს 89,23 %-ით აირჩიეს პრეზიდენტად და გახდა ქვეყნის მეორე პრეზიდენტი. პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია საუდის არაბეთს, მოინახულა ისლამური სამყაროს სიწმინდეები. 2012 წლის არჩევნებში მიიღო ხმების 97,14 %[4].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]