გუბერნატორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გუბერნატორი (ლათ. gubernator — „მმართველი“) — თანამედროვე სახელმწიფოებში ამა თუ იმ ტერიტორიული ერთეულის უმაღლესი თანამდებობის პირი. მაგ., ამერიკის შეერთებულ შტატებში არის შტატის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური — ირჩევს მოსახლეობა. გაერთიანებულ სამეფოში გუბერნატორი არის ტერიტორიის მმართველი, რომელსაც ნიშნავს მთავრობა. რუსეთის იმპერიაში გუბერნატორი იყო უმაღლესი მოხელე გუბერნიაში, რომელიც ადმინისტრაციულ, საპოლიციო და სამხედრო ფუნქციებს ახორციელებდა.

საქართველოში 1995 წლიდან დე-ფაქტო მხარეებში გაჩნდა გუბერნატორის ინსტიტუტი, რომელსაც ჯერ სახელმწიფო რწმუნებული — გუბერნატორი ეწოდებოდა, ხოლო 2019 წლიდან სახელმწიფო რწმუნებული ეწოდა.[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]