გრიგოლ ლილუაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრიგოლ ლილუაშვილი
გრიგოლ ლილუაშვილი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა17 ოქტომბერი, 2019
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
წინამორბედივახტანგ გომელაური

თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 ნოემბერი, 2016 – 22 დეკემბერი, 2017

დაბადებული1 სექტემბერი, 1977 (1977-09-01) (46 წლის)
ქუთაისი
ეროვნებაქართველი
განათლებასაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
წოდებაგენერალ-მაიორი
პროფესიაეკონომისტი
საქმიანობაპოლიტიკოსი, თანამდებობის პირი

გრიგოლ ლილუაშვილი (დ. 1 სექტემბერი, 1977, ქუთაისი [1]) — ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკოსი და თანამდებობის პირი. 2019 წლის 17 ოქტომბრიდან არის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრი. სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1977 წლის 1 სექტემბერს. 2001 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით. 1999 წელს „Air Georgia“-ს ფინანსური მენეჯერი. 1999-2001 წლებში იყო „ქართული ავიახაზები - აირზენას“ მარკეტინგის მენეჯერი. 2003-2004 წლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელი მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის „RILO“-ში, დსთ-ის ქვეყნების საბაჟო სამსახურების მეთაურთა უმაღლეს საბჭოში. 2004-2008 წლებში იყო შპს „ბურჯის“ ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი. 2007-2008 წლებში – ასოციაცია „ATU“-ს ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი. 2008-2013 წლებში იყო შპს „ქართუ მშენებელის“ გენერალური დირექტორის მოადგილე. 2013-2014 წლებში იყო შპს „ბურჯის“ გენერალური დირექტორი. 2014-2016 წლებში შპს „Old City Development“-ის გენერალური დირექტორი. 2015-2016 წლებში „ქართუ“ ჯგუფის გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2015-2016 წლებში ს/ს „ქართუ-ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2016 წელს იყო თბილისის მერის მოადგილე. 2016-2017 წლებში საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (ვანისა და ხონის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. მაჟორიტარულ არჩევნებში ხმათა 59,01% (18 270 ხმა) მიიღო.[2]

2017 წლის 22 დეკემბრიდან 2019 წლის 8 სექტემბრამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე. 2019 წლის 8 სექტემბრიდან 17 ოქტომბრამდე იყო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. 2019 წლის 17 ოქტომბრიდან არის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰყავს მეუღლე მაია ჭეიშვილი (დ. 1982) და ორი შვილი: ნიკოლოზი (დ. 2008) და ლაზარე (დ. 2013).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]