გრეიჰაუნდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრეიჰაუნდი
წარმოშობის ქვეყანა ეგვიპტე/დიდი ბრიტანეთი
თვისებები
წონა მამრი 27-40 კგ.
მდედრი 27-34 კგ.
სიმაღლე მამრი 71-76 სმ.
მდედრი 68-71 სმ.
ბეწვი თეთრი,ჟღალი,ვეფხვისებრი,შავი.
ძაღლი (Canis lupus familiaris)

გრეიჰაუნდი (ინგლ. Greyhound) — ძაღლის ჯიში, გამოყვანილი ეგვიპტეში/დიდ ბრიტანეთში უძველეს ხანაში.

4900 წლის წინ ეგვიპტური სამარხის კედელზე გამოხატული გამოსახულება ამ ჯიშის წარმოშობაზე მიუთითებს. გრეიჰაუნდი გადაიყვანეს ესპანეთში, ჩინეთში, სპარსეთში, და სხვა ქვეყნებში, საბოლოო სახე დიდ ბრიტანეთში მიიღო. მისი დასახელება ძველსაქსონურ სიტყვა grei-დან მოდის, რაც „ლამაზს“, „ნატიფს“ ნიშნავს.

ელეგანტურ გრეიჰაუნდს შეუძლია განავითაროს 79 კმ/სთ სიჩქარე, ეს ყველაზე სწრაფი სპრინტერია ძაღლების სამყაროში. ეს ძაღლი ნადავლის ხელში ჩასაგდებად სიჩქარეს და მხედველობას იყენებს, მნიშვნელობა არ აქვს რას მისდევს — ცხოველს მინდორში, თუ მექანიკურ კურდღელს დოღზე. შინაური გრეიჰაუნდი მშვიდი მეგობარია, თუმცა ჩვევად აქვს, გაეკიდოს ყველაფერს, რაც მოძრაობს.

გრეიჰაუნდს აქვს ფართო მკერდი, გრძელი, სწორი წინა ფეხები, გრძელ, დაკუნთულ კისერს ნაზი ბეწვი ფარავს. გრეიჰაუნდი ცუდად ეგუება სახლის პირობებში ცხოვრებას, ადვილად იწვრთნება, ბეწვს არ სჭირდება განსაკუთრებული მოვლა, კარგად იტანს სიცხეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: