გრანატები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ძოწები
ძოწის უხეში კრისტალი
საერთო
კატეგორიამინერალთა ჯგუფი
ქიმიური ფორმულაX3Y2(SiO4)3
იდენტიფიკაცია
ფერიპიროპი - მუქი წითელი, სისხლივით წითელი, თითქმის შავამდე (შეფერვას იწვევს ქრომისა და რკინის მინარევები); ალმანდინი - წითელი, მოწითალო-ყავისფერი, იისფერი (შეფერვას იწვევს რკინისა და ქრომის მინარევები); სპესარტინი - ვარდისფერი, წითელი, ყავისფერი, ნარინჯისფერი, მოყავისფრო; გროსულარი - თეთრი, ღია მწვანე, მოწითალო, ყვითელი, მუქი რუხი (მწვანე ფერი გამოწვეულია ქრომის მინარევებით); ანდრადიტი - ყვითელი, რუხი, შავი, მწვანე, მომწვანო-ყვითელი; უვაროვიტი - ზურმუხტისებრ-მწვანე
კრისტალის სინგონიაკუბური
ტკეჩადობაარ აქვს.
მინერალის მონატეხიუსწორმასწორო
სიმაგრე მოოსის სკალით6.0-7.5
მინერალის ელვარებამინისებრი, ცხიმისებრი, ფისისებრი, ალმასისებრი
ხაზის ფერითეთრი
ხვედრითი წონა3.1-4.4

გრანატები (ლათ. granatus — მარცვლოვანი) — ძვირფასი ქვა, რომელიც მიეკუთვნება კრისტალირებად ნეზოსილიკატების ჯგუფის მინერალებს. კლდეს, რომელიც მხოლოდ გრანატებისგან შედგება გრანატიტს უწოდებენ.

თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძოწი შედგება მეტალურ კათიონებთან დაკავშირებული სამი სილიკატური შენაერთისგან:

სადაც X და Y არის 2 და 3 დადებითი მუხტის იონები. სტუქტურა შედგება საერთო წვერის მქონე ოქტაედრებისა და ტეტრაედრებისაგან.

კალციუმის არსებობა-არარსებობის მიხედვით განასხვავებენ გრანატების ორ ჯგუფს:

  • კალციუმის შემცველი გრანატები ანუ უგრანდიტები (OUvarovite GRossulaire ANDradite);
  • ალუმინის შემცველი გრანატები, ანუ პირალსპიტები (PYRope ALmandin SPessartite).
სერია უგრანდიტი პირალსპიტი
Y= X= Ca2+ Fe2+ Mg2+ Mn2+
Al3+ ალუმინის შემცველი გრანატები გროსულარი ალმანდინი პიროპი სპესარტიტი
Fe3+ რკინის შემცველი გრანატები ანდრადიტი - - კალდერიტი
Cr3+ ქრომის შემცველი გრანატები უვაროვიტი - ჰანლეიტი -

ძოწებს გეოლოგები სწავლობენ, როგორც გაოთერმობარომეტრებს. ისინი საშუალებას იძლევა განისაზღვროს კლდის ფორმაციის ტემპერატურა და წნევა. გეოლოგები ამ თვისებას იყენებნ რათა განსაზღვრონ არის თუ არა კლდეში ბრილიანტები ან ნავთობი.

ყველაზე მნიშვნელოვანი ძოწები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძოწის ოჯახის მინერალები სხვადასხვა ფერისაა:

  • პიროპი: წითელი, ყავისფერში გარდამავალი.
  • როდოლიტი: ვარდისფერი, იისფერში გარდამავალი.
  • ალმანდინი: აგურისფერი წითელი, ზოგჯერ იისფერში გარდამავალი.
  • სპესარტიტი: ნარინჯისფერი, ყავისფერ-წითელში გარდამავალი.
  • ჰესონიტი: მუქი ნარინჯისფერი.
  • ცავორიტი: მუქი მწვანე.
  • დემანტოიდი: ზურმუხტისფერი, გრანატებს შორის ყველაზე ძვირფასი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]