გრამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გ (მრავალმნიშვნელოვანი).
კალმისტრის თავსახური, რომელიც დაახლოებით 1 გრამს იწონის

გრამი (ფრანგ. gramme < ლათ. gramma და ბერძ. γράμμα [grámma] — „წონის მცირე საზომი“; აღნიშვნა: , g) — მასის ძირითადი ერთეული ერთეულთა CGS სისტემაში და მასის წილობითი ერთეული (0,001 კგ) ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში.

განისაზღვრება კილოგრამის ეტალონით (როგორც მისი მეათასედი ნაწილი). 1 გრამი უდრის 1 სმ³ ქიმიურად სუფთა გამოხდილი წყლის მასას მისი უდიდესი სიმკვრივის ტემპერატურაზე (დაახლოებით 4°C), 0,2% სიზუსტით.

გრამის მიმართება მასის სხვადასხვა ერთეულებთან ამგვარია:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]