გისტოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გისტოლა
გისტოლა
გისტოლა
კოორდინატები: 43°02′51″ ჩ. გ. 43°01′33″ ა. გ. / 43.0475750° ჩ. გ. 43.0260167° ა. გ. / 43.0475750; 43.0260167
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ყაბარდო-ბალყარეთი
სიმაღლე 4860 
ქედი სვანეთის კავკასიონი
გისტოლა — საქართველო
გისტოლა
გისტოლა — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
გისტოლა
სურათები ვიკისაწყობში

გისტოლამწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში.

მდებარეობს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარეების წანერის (ენგურის აუზი) და ბეზინგის ჩერეკის (თერგის სისტემა) წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 4860 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. ახასიათებს ნივალური ლანდშაფტი.

1886 წელს გისტოლაზე პირველად ავიდნენ ინგლისელი ალპინისტები დონკინი და დენტი, შვეიცარიელ მეგზურებთან ბურგენერთან და ანდენმატენთან ერთად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]