გიორგი წერეთელი (მწერალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წერეთელი.
ტერმინს „გიორგი წერეთელი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გიორგი წერეთელი.
გიორგი წერეთელი
დაბადების თარიღი 14 (26) მაისი, 1842
დაბადების ადგილი გორისა, საქართველო-იმერეთის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 12 (24) იანვარი, 1900 (57 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია[1]
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ალმა-მატერი ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Magnum opus პირველი ნაბიჯი
შვილ(ებ)ი ირაკლი გიორგის ძე წერეთელი და ელენე წერეთელი

გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელი (დ. 26 მაისი [ძვ. სტ. 14 მაისი], 1842, გორისა, ახლანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტი — გ. 24 იანვარი [ძვ. სტ. 12 იანვარი], 1900, თბილისი) — ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა შეძლებული აზნაურისა და სახელმწიფო მოხელის ოჯახში. დედა ადრე გარდაეცვალა და მამა იძულებული გახდა გაეძიძებინა. ასე მოხვდა ყმაწვილი სამეგრელოში, სადაც გაატარა ბავშვობა. სწორედ ამან განაპირობა მისი ფსევდონიმი — „მაზაკვალის“ (მზაკველი-გამთვალავი) არჩევა.

ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1860) სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მეთემატიკის ფაკულტეტზე. პირადად იცნობდა ნ. ჩერნიშევსკის. სტუდენტთა არეულობაში მონაწილეობისათვის 1861 წელს რამდენიმე თვით დააპატიმრეს, ჯერ პეტრე-პავლეს ციხეში, შემდეგ კი კრონშტადტის საპყრობილეში. მას მხოლოდ ერთი წლის შემდეგ დართეს სწავლის გაგრძელების ნებართვა.

60-იან წლებში გამოდის საზოგადოებრივ ასპარეზზე და გახდა „თერგდალეულთა“ ერთ-რთი ფუძემდებელი. იყო პედაგოგი, პოეტი, დრამატურგი, თეატრალური კრიტიკოსი, ესტეტიკოსი, ფილოლოგი და სხვა. 1893 წელს საფუძველი ჩაუყარა სამეცნიერო ლიტერატურულ გაზეთ „კვალს“. მის თხზულებებს მიეკუთვნება: „პირველი ნაბიჯი“, „გულქანი“, „რუხი მგელი“, ავტობიოგრაფიული მოთხრობა „ჩვენი ცხოვრების ყვავილი“.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვაშაყმაძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 305-306.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 402, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]