გიორგი მერებაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი მერებაშვილი
თბილისის „დინამოში“
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გიორგი მერებაშვილი
დაბადების
თარიღი
15 აგვისტო, 1986 (1986-08-15) (37 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 180 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
პოდბესკიძიე
ახალგაზრდული კარიერა
2003-2005 დინამო თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2005-2010 დინამო თბილისი 108 (36)
2010-2012 ვოივოდინა 53 (11)
2012-2014 დინამო თბილისი 96 (25)
2014-2015 ოფი 17 (4)
2015 ვერია 9 (1)
2016 ლევადიაკოსი 12 (0)
2016-2021 ვისლა პლოცკი 131 (21)
ეროვნული ნაკრები
2006-2008 საქართველო 21წლ. 8 (1)
2008-2019 საქართველო 32 (2)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 4

გიორგი მერებაშვილი (დ. 15 აგვისტო, 1986, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ფეხბურთელი, პოლონური „პოდბეძისკიეს“ ნახევარმცველი. ასევე გამოდიოდა საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგებში.

2009 წლის იანვარში მას გადაეცა გაზეთ „მსოფლიო სპორტის თასი“.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2003 წელს გიორგი მერებაშვილი სინჯების შედეგად თბილისის „დინამოს“ მე-3 გუნდში აიყვანეს, სადაც ერთი სეზონი გაატარა და თავის გამოჩენის შემდეგ მე-2 გუნდში გადაიყვანეს. აქ გამოჩენილი ნიჭის გამო „დინამოს“ მთავარ გუნდში გადაიყვანეს. 2005-06 წლის სეზონში 20 შეხვედრა ჩაატარა დინამოს შემადგენლობაში. შემდეგში უფრო მოუმატა გიორგიმ თამაშს და მწვრთნელები, კახაბერ კაჭარავა და დუშან უჰრინი ხშირად ენდობოდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელს. შემდეგ სეზონში, სადაც „დინამომ“ საპრიზო მეორე ადგილი დაიკავა, გიორგი მერებაშვილმა 23 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. ამავე დროს დასახელდა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად. 2007-08 წლის სეზონი გიორგისათვის კიდევ უფრო წარმატებული იყო, „დინამოსთან“ ერთად ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ამ პერიოდის მანძილზე მერებაშვილი თამაშიდან თამაშამდე უმატებდა და გუნდის ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდა. გამორჩეული ფიგურა იყო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერულ „რუნავიკთან“ მატჩში .შემდეგ ეტაპზე დინამო ბერძნული ფეხბურთის გრანდ „პანათინაიკოსთან“ დამარცხდა და გამოეთიშა ასპარეზობას. 2008-09 წლების სეზონში გიორგი მერებაშვილმა „დინამოს“ შემადგენლობაში 28 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა. 2009 წლის ზაფხულში მას პირად ისტორიაში საუკეთესო გამოსვლა ჰქონდა ევროტურნირებზე, ევროპის ლიგის მესამე ეტაპზე სერბულ „ცრვენა ზვეზდასთან“ პირველ შეხვედარში მან ერთი გოლი გაიტანა და საგოლე პასიც მიითვალა. ამავე მატჩში ყვითელი ბარათი მიიღო და გამოტოვა საპასუხო შეხვედრა. გუნდის ლიდერის არყოფნამ ცუდი გავლენა იქონია განმეორებითი მატჩის შედეგზე, მისი გუნდი 5:2 დამარცხდა და გამოეთიშა ასპარეზობას. იმავე წლის შემოდგომაზე გიორგიმ დინამოს მაისური 16-ჯერ მოირგო, მოიგო ყველაფერი რისი მოგებაც საქართველოში შეიძლებოდა და 2010 წლის თებერვალში სერბეთის ერთ-ერთ წამყვან საფეხბურთო კლუბ ნოვი სადის „ვოივოდინაში“ გადავიდა, სადაც 2012 წლამდე ითამაშა და 2-ჯერ შეძლო გუნდთან ერთად სერბეთის თასის ფინალში გასვლა.

2012 წლიდან დაბრუნდა მშობლიურ კლუბში[1] და დაიბრუნა ადგილი ძირითად შემადგენლობაში. 2013-14 წლების ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას „დინამომ“ მისი გაყიდვა სცადა, თუმცა გიორგი კლუბში დარჩა. ჩემპიონთა ლიგის 2014-15 წლების სეზონში „დინამოს“ ცუდი გამოსვლის შემდეგ გუნდი 12-მა ფეხბურთელმა დატოვა, მათ შორის იყო გიორგი მერებაშვილიც. 2014 წლის სექტემბერში შეუერთდა ირაკლიონის „ოფის“, სადაც უკვე ირიცხებოდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია.[2]

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი მერებაშვილის სანაკრებო კარიერა დაიწყო საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებში, სადაც 10 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. იგი გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა და მალე ეროვნულ ნაკრებშიც მიიწვიეს. ქვეყნის უპირველეს გუნდში მისი დებიუტი 2008 წლის 31 მაისს შედგა პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში (0-2).[3]

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუნდური მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირადი მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი (საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის ვერსიით): 2006-07; 2007-08.
  • საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი (გაზეთ „მსოფლიო სპორტის“ ვერსიით): 2007; 2008.

სტატისტიკა 2005–2010[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი სეზონი ჩემპიონატი თასი ევროთასები სხვა ტურნირები ჯამში
თამ გოლ თამ გოლ თამ გოლ თამ გოლ თამ გოლ
დინამო თბილისი 2005-06 20 0 8 0 0 0 0 0 28 0
2006-07 23 5 3 0 4 1 0 0 29 6
2007-08 21 11 8 0 3 0 0 0 32 11
2008-09 28 13 9 0 3 1 0 0 40 14
2009–10 16 7 2 0 0 0 0 0 18 7
ჯამში 108 36 30 0 10 2 0 0 147 38
ვოივოდინა 2009-10 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
კარიერის ჯამური შედეგები 122 2 17 0 16 1 20 0 0 0

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]