გიორგი გაბუნია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი გაბუნია
დაბადების თარიღი 28 ივლისი, 1975 (1975-07-28) (48 წლის)
საქმიანობა ჟურნალისტი
მშობლები დედა: ჯულიეტა ვაშაყმაძე

გიორგი გაბუნია (დ. 28 ივლისი, 1975) — ქართველი ჟურნალისტი. მიჰყავს გადაცემა „Post Factum“ მთავარ არხზე. არის ქართველი მსახიობისა და ტელეწამყვანის, ჯულიეტა ვაშაყმაძის შვილი.[1]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად მუშაობა დაიწყო „პირველ არხზე“, რომლისთვისაც სიუჟეტებს ამზადება. პირველად ეთერში ტელეკომპანია „მაესტროზე“ მუშაობის პერიოდში გამოჩნდა. წლების მანძილზე მუშაობდა „რუსთავი 2“-ზე, სადაც მიჰყავდა გადაცემა P.S. 2019 წლიდან მუშაობს „მთავარ არხზე“ სადაც მიჰყავს გადაცემა „Post Factum“.[2] 2020 წლის 6 ნოემბერს დაუდასტურდა COVID-19.[3] იყო პროექტების, „X Factor“-ისა და „მხოლოდ ქართული“-ს ჟიურის წევრი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Post Factum. mtavari.tv. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021
  2. „სად სწავლობდა გიორგი გაბუნია ნიკა გილაურსა და გიგი უგულავასთან ერთად“. www.ambebi.ge. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  3. „გიორგი გაბუნიას კორონავირუსი დაუდგინდა“. www.ambebi.ge. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)