გიგანტი ჰეისტეკსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიგანტი ჰეისტეკსი

გიგანტი ჰეისტეკსი
დაბადების სახელი მარტინ ოსტინ რუანე
დაიბადა 10 ოქტომბერი, 1946
კამბერუელი, ლონდონი, ინგლისი
გარდაიცვალა 29 ნოემბერი, 1998 (52 წლის)
პრესტვიჩი, დიდი მანჩესტერი, ინგლისი
პროფესიონალური რესლინგის კარიერა
სარინგო სახელები გიგანტი ჰეისტეკსი
ლოხ ნესი
ლოხ ნესის მონსტრი
ლიუკ მაკმასტერსი
გამოცხადებული სიმაღლე 2,11 სმ
გამოცხადებული წონა 311 კგ
გამოცხადებული საცხოვრებელი ადგილი ჩრდილოეთ შოტლანდიის მთიანეთი
დებიუტი 1967 წელს

მარტინ ოსტინ რუანე ან გიგანტი ჰეისტეკსი (ინგლ. Giant Haystacks; დ. 10 ოქტომბერი, 1946 — გ. 29 ნოემბერი, 1998)[1]ინგლისელი პროფესიონალი რესლერი. ჭიდაობდა მთელ მსოფლიოში. იგი ცნობილი იყო თავისი დიდი ფიზიკური მონაცემებით, მისი სიმაღლე — 2,11 სმ,[2] ხოლო წონა — 311 კგ-ს აღწევდა.[3] დაიბადა ლონდონის ერთ-ერთ რაიონში — კამბერუელში.[4] ბავშვი 6,5 კილო დაიბადა. მისი მშობლები ირლანდიის მეიოს საგრაფოდან იყვნენ. 1949 წელს, როდესაც იგი 3 წლისა იყო, მშობლებთან ერთად საცხოვრებლად ლონდონიდან დიდ მანჩესტერში — ბროტონში გადავიდა, რომელიც მის სახლად იქცა. იგი შავ მუშად და ღამის კლუბის მუშაკად მუშაობდა, მანამ სანამ მეგობარმა არ შესთავაზა ბედი ეცადა პროფესიონალურ რესლინგში. რუანემ რესლინგი 1967 წელს დაიწყო და საწყის ეტაპზე დამოუკიდებელი WFGB-სთვის გამოდიოდა როგორც ლიუკ მაკმასტერსი (მოგვიანებით არაკორექტულად გამოაცხადა როგორც თავისი ოფიციალური სახელი). 1970-იან წლებში მუშაობდა Wrestling Enterprises-ში. 1996 წელს შედგა მისი დებიუტი World Championship Wrestling-ში, ლოხ ნესის სახელით.[5] იყო The Dungeon of Doom-ს წევრი, მტრობდა ჰალკ ჰოგანთან, თუმცა, მტრობა მათ შორის ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან რუანეს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც იგი ინგლისში დაბრუნდა. იგი ჭიდაობდა კალგარიში, ალბერტაში, სტუ ჰარტის Stampede Wrestling-ის ფარგლებში, ლოხ ნესის მონსტრის სახელით. იგი აგრეთვე, რეგულარულად მუშაობდა გერმანიასა და ავსტრიაში Catch Wrestling Association-ში, გაიმარჯვა რამდენიმე შეჯიბრებაში. 1981 წელს იგი გამოჩნდა ფილმში „ბრძოლა ცეცხლისთვის“, ხოლო 1984 წელს ფილმში „მომიკითხეთ ბროდ-სტრიტი“, რომლის სცენარის ავტორი იყო პოლ მაკარტნი, რომელიც ამასთან, გიგანტ ჰეისტეკსის თაყვანისმცემელიც იყო.[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Szreter, Adam (3 დეკემბერი 1998). „ნეკროლოგი: გიგანტი ჰეისტეკსი“. The Independent. ციტირების თარიღი: 2 თებერვალი 2009.
  2. Holt, Richard (2004). „Ruane, Martin Austin (1946–1998)“. Oxford Dictionary of National Biography. Oxford University Press.
  3. გიგანტი ჰეისტეკსი. Online World of Wrestling.
  4. Ayto, John (2005). Brewer's Britain & Ireland: The History, Culture, Folklore and Etymology of 7500 Places in these Islands. Sterling Publishing Company, Inc., გვ. 191. 
  5. The ring's forgotten big men. WWE (8 ოქტომბერი 2013). ციტირების თარიღი: 1 თებერვალი 2014.
  6. Cappetta, Gary Michael (2006). Bodyslams!: Memoirs of a Wrestling Pitchman. ECW Press, გვ. 182. ISBN 1550227092.