გვიდო ადლერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ადლერი (მრავალმნიშვნელოვანი).
გვიდო ადლერი

გვიდო ადლერი (დ. 1855 — გ. 1941) — ავსტრიელი მუსიკის ისტორიკოსი. XX საუკუნის ვენის მუსიკათმცოდნეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ვენის უნივერსიტეტის პროფესორი (1898-1927).

მისი ხელმძღვანელობით გამოიცა მრავალტომიანი შრომა „ავსტრიის მუსიკალური ხელოვნების ძეგლები” (1894-1938). მისივე რედაქციით გამოიცა ფუნდამენტური გამოკვლევა „მუსიკის ისტორიის სახელმძღვანელო” (I გამოცემა 1924, II გამოცემა 1930). ავტორია შრომებისა მუსიკის ისტორიის მეთოდოლოგიისა და მუსიკის სტილის თეორიისა ესთეტიკაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უნივერსალური ენციკლოპედიური ცნობარი, გამომცემლობა „აი ია”, ტ.2, თბ, 2008 წ.