გეორგი (ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გეორგი
ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგი
კალენბერგის მთავარი
მმართ. წლები: 1635-1641
წინამორბედი: ფრიდრიხ ულრიხი
მემკვიდრე: კრისტიან ლუდვიგი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 17 თებერვალი, 1582
დაბ. ადგილი: ცელიე, გერმანია
გარდ. თარიღი: 12 აპრილი, 1641, (59 წლის)
გარდ. ადგილი: ჰილდესჰაიმი, გერმანია
მეუღლე: ანა ელეონორა ჰესენ-დარმშტადტელი
შვილები: კრისტიან ლუდვიგი, ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგი
გეორგ ვილჰელმი, ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგი
იოჰან ფრიდრიხი, ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგი
სოფია ამალია, დანიის დედოფალი
ერნესტ ავგუსტი, ჰანოვერის კურფიურსტი
დინასტია: ჰანოვერები
მამა: ვილჰელმი, ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგი
დედა: დოროთეა დანიელი
რელიგია: პროტესტანტობა

გეორგი (გერმ. Georg; დ. 17 თებერვალი, 1582, ცელიე, გერმანია — გ. 12 აპრილი, 1641, ჰილდესჰაიმი, გერმანია) — ჰანოვერის დინასტიის ფუძემდებელი. ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგი და კალენბერგის მთავარი 1635 წლიდან გარდაცვალებამდე. დანიის მეფე კრისტიან III-ის შვილიშვილი დედის, დოროთეა დანიელის მხრიდან. დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ I-ის, დანიის მეფე კრისტიან V-ის, შვედეთის დედოფალ ულრიკა ელეონორასა და საღვთო რომის იმპერატრიცა ვილჰელმინა ამალიას პაპა.

ქორწინება და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1617 წელს გეორგმა ცოლად შეირთო პრინცესა ანა ელეონორა ჰესენ-დარმშტადტელი, ჰესენ-დარმშტადტის ლანდგრაფ ლუდვიგ V-ისა და მაგდალენა ბრანდენბურგელის ქალიშვილი, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი:

  1. კრისტიან ლუდვიგი (1622-1665), ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგი, ცოლად შეირთო სოფია დოროთეა შლეზვიგ-ჰოლშტაინ-ზონდენბურგ-გლუქსბურგელი, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
  2. გეორგ ვილჰელმი (1624-1705), ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგისა და საქსენ-ალტენბურგის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ელეონორ დ’ეზმიერ დ’ოლბრუზი, რომელთანაც შეეძინა ერთი გოგონა, სოფია დოროთეა;
  3. იოჰან ფრიდრიხი (1625-1679), ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ბენედიქტა ჰენრიეტა კურპფალცელი, რომელთანაც შეეძინა ორი გოგონა: შარლოტა ფელისიტა და ვილჰელმინა ამალია;
  4. სოფია ამალია (1628-1685), ცოლად გაჰყვა დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ III-ს, რომელთანაც შეეძინა შვილები: დანიის მეფე კრისტიან V, საქსონიის კურფიურსტი ანა სოფია, ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგინია ფრედერიკა ამალია, პფალცის კურფიურსტი ვილჰელმინა ერნესტინა, დიდი ბრიტანეთის პრინცი ჯორჯი და შვედეთის დედოფალი ულრიკა ელეონორა;
  5. ერნესტ ავგუსტი (1629-1698), ჰანოვერის პირველი კურფიურსტი, ცოლად შეირთო სოფია პფალცელი, რომელთანაც შეეძინა შვილები, მათ შორის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფე ჯორჯ I და პრუსიის დედოფალი სოფია შარლოტა;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Janicke, Karl (1878), "Georg (Herzog von Braunschweig-Lüneburg)", Allgemeine Deutsche Biographie (ADB) (in German), 8, Leipzig: Duncker & Humblot, pp. 629–634