გენიუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რომაული ღვთაება — გენიუსის თავი (მარმარილოს ქანდაკება)

გენიუსი (ლათ. genius) — რომაელთა წარმოდგენით კეთილი სული, რომელიც მფარველობდა თითოეულ ადამიანს და აყალიბებდა მის ხასიათს. გენიუსი ითვლებოდა ადამიანის თანამგზავრად მთელი სიცოცხლის განმავლობაში. გენიუსი ეხმარებოდა მხოლოდ მამაკაცებს, ქალთა შემწედ კი იუნონა ითვლებოდა. ყოველი რომაელის დაბადება გენიუსის დღესასწაულად მიაჩნდათ და უსისხლო მსხვერპლს სწირავდნენ. საკუთარი გენიუსი ჰყავდა ყველა ქალაქს, ოჯახს, ხალხს, ტომს და ა.შ. რომში იდგა მისი ქანდაკება. მას თავზე გვირგვინი ედგა, სახეს გრძელი წვერი უმშვენებდა, მარჯვენა ხელში სიუხვის ქვა ეჭირა, ხოლო მარცხენაში – კვერთხი. ყოველი წლის 9 ოქტომბერს მას მსხვერპლს სწირავდნენ.

იმპერიის პერიოდში გენიუსისათვის მსხვერპლი იმპერატორსაც კი მიჰქონდა. ხალხი გენიუსს გველის სახითაც წამოიდგენდა. ხელოვნებაში გენიუსი, ჩვეულებრივ — ფრთოსან არსებად გამოისახებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მითოლოგიური ლექსიკონი (შეადგინა ნოდარ გაფრინდაშვილმა) რედაქტორი: აკაკი ურუშაძე. გამომცემლობა „განათლება“. თბილისი, 1972.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]