გაგრის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაგრის ეკლესია

გაგრის ეკლესია — ქართული ტაძარი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში, ქალაქი გაგრა. გაგრის ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ისტორიულ-არქიტექტურული აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია თარიღდება VI საუკუნით. ის წარმოადგენს სამეკლესიიან ბაზილიკას. ტაძარი აგებულია უხეშად დამუშავებული კვადრების სწორი რიგებით. მთავარ ნავს შესასვლელი აქვს დასავლეთიდან, ხოლო სამხრეთ ნავს გრძივი კედლიდან. სამხრეთი ნავი, მთავარ ეკლესიას უერთდება ორი მცირე კარით. ერთი კარით გავდივართ, ასევე ჩრდილოეთის ეგვტერში, რომელსაც თავისი დამოუკიდებელი შესასვლელიც აქვს დასავლეთ კედელში. მთავარი ეკლესია ნათდება სამი სარკმლით, სამხრეთ კედელზე და თითო-თითო სარკმლით დასავლეთ კედელსა და საკურთხეველში. ტაძრის გაფორმება შემოფარგლულია მხოლოდ ე.წ. “ბოლნური” ჯვრებით, რომელიც განთავსებულია დასავლეთი კარის ტიმპანზე და სარკმლის გვერდით. ძველი გაგრის ტაძარი VI-IX საუკუნეებში აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული ბაზილიკების ანალოგიურია.

ამჟამინდელი მდგომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ტაძრის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. ჩვენთვის ცნობილია, რომ ტაძარი საჭიროებს გადახურვის შეცვლას, ხოლო ციხეს ესაჭიროება საკონსერვაციო სამუშაოები.

გაგრის ბაზილიკას მინიჭებული აქვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ძველი გაგრის ეკლესია“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 45 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1977 წელი. — გვ. 16-27
  • კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში,თბ.,2015

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]