გაბალის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
გაბალის რაიონი
აზერ. Qəbələ rayonu
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ადმ. ცენტრი ქაბალა
კოორდინატები 40°58′53″ ჩ. გ. 47°50′45″ ა. გ. / 40.98139° ჩ. გ. 47.84583° ა. გ. / 40.98139; 47.84583
დაარსდა 30 აგვისტო, 1930
ფართობი 1548 კმ²
მოსახლეობა 106 660 (2019)
სატელეფონო კოდი 24
საფოსტო ინდექსი 3600
საავტომობილო კოდი 36
ოფიციალური საიტი http://www.qebele-ih.gov.az
გაბალის რაიონი — აზერბაიჯანი
გაბალის რაიონი

გაბალის რაიონი (აზერ. Qəbələ rayonu, ლეზ. Кьвепеле райун) — აზერბაიჯანის ერთ-ერთი რაიონი. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ისტორიული ქალაქი გაბალა, რომელიც ძველ დროში იყო ცნობილი როგორც კავკასიის ალბანეთის დედაქალაქი. მისი სატელეფონო კოდია (+994) 24.[1]

რაინონში ცხოვრობს 93 770 ადამიანი, რომელთაგანაც 13 175 ცხოვრობს რაიონის ცენტრ გაბალაში, ხოლი დანარჩენი 80 595 ცხოვრობს სოფლებში. მოსახლეობის სიმჭიდროვეა 60,49 ადამიანია კვადრატულ კილომეტრზე. საშუალო სასიცოცხლო ასაკი 70 წელია. გაბალის რაიონში 73 235 მკვიდრი აზერბაიჯანელია, 16 020 არიან ლეზგები, 4 640 უდიები, 209 არის თურქი და 37 სხვა ეროვნების წარმომადგენელი.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაბალა უძველესი ქალაქია , რომელიც იყო კავკასიის ალბანეთის სახელმწიფოს დედაქალაქი. ძველი ქალაქის ნანგრევები მდებარეობს რაიონის დღევანდელი ცენტრიდან სამხრეთ-დასავლეთით 20 კილომეტრში. დიდი შენობების, ქალაქის კარიბჭეების, კოშკის კედლებისა და მატერიალური კულტურის ნიმუშების ნაშთები ამტკიცებს, რომ გაბალა იმ დროს ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ქალაქი იყო.

როდესაც რომის ჯარები თავს დაესხნენ ალბანეთს ძვ.წ 60-იან წლებში, მათ ვერ შეძლეს გაბალას დაპყრობა. სასანიანთა პერიოდში გაბალა იყო დიდი სავაჭრო ცენტრი. სიტუაცია იგივე დარჩა ისლამური სახალიფოს ხანაშიც. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქმა განიცადა ვარდნა მე -13 საუკუნეში მონღოლთა შემოსევის დროს, იგი მოგვიანებით აღადგინეს. გაბალამ მე-18 საუკუნის შუა ხანებში დაკარგა პოზიციები და მოსახლეობა თანდათანობით შემცირდა.

მე -18 საუკუნის შუა ხანებში ამ ტერიტორიაზე მცირე ფეოდალური სახელმწიფო დაარსდა. მოგვიანებით იგი შედიოდა შაქის სახანოს შემადგენლობაში და მას მართადნენ შაქის ხანები.

შაქის სახანოს დაცემის შემდეგ, ქუთქაშენის სასულთნო შეიტანეს შაქის პროვინციაში. ქუთქაშენის ოლქი შეიქმნა 1930 წელს. ამ რეგიონს სახელწოდებით გაბალა დაარქვეს 1991 წლის მარტში, საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ.[3].

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონალური ეკონომიკის ძირითადი სექტორი სოფლის მეურნეობას ეყრდნობა. რაიონის სოფლის მეურნეობა ითვალისწინებს თამბაქოსა და ჩაის მოყვანას, აბრეშუმის ჭიების მოშენებას, ყვავილების დარგვას, ხილისა და მარცვლეულის მოყვანას, მეღვინეობასა და ცხვრის მოშენებას.[4] გაბალის რეგიონში 2015 წელს, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებიდან შემოსული, წარმოების მთლიანი ღირებულება 203 517 მანათს შეადგენდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით:

  • ინდუსტრიაში მთლიანი პროდუქტი გაიზარდა 130 ათასი მანათით ან 0,5% -ით.
  • სოფლის მეურნეობა გაიზარდა 3 244 მანათით ან 5,6%,-ით.
  • მშენებლობა - 25 222 მანათით ან 40,4%-ით.
  • ტრანსპორტი - 246 ათასი მანათით ან 7,3%.
  • კომუნიკაცია - 13 ათასი მანათით ან 1,2%.
  • ვაჭრობა - 457 ათასი მანათით ან 1,97%.

ასევე 2016 წელს დასრულდა სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოები სათხილამურო ცენტრში, რომელიც ზამთარშიც დ ზაფხულშიც ტურიზმის კომპლექსის ნაწილია.[5]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]