ბურნაშეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბურნაშეთი (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
ბურნაშეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
თემი აზავრეთი
კოორდინატები 41°35′05″ ჩ. გ. 43°28′04″ ა. გ. / 41.58472° ჩ. გ. 43.46778° ა. გ. / 41.58472; 43.46778
ადრეული სახელები ბურნაშენი
ცენტრის სიმაღლე 1900
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 488[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები 99,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ბურნაშეთი — საქართველო
ბურნაშეთი
ბურნაშეთი — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ბურნაშეთი
ბურნაშეთი — ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ბურნაშეთი

ბურნაშეთისოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის პლატოს ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე ჟირულის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1900 , ახალქალაქიდან დაშორებულია 22 კმ–ით.

ბურნაშეთში ადამიანი ჯერ კიდევ წინაფეოდალურ ხანაში სახლობდა. სოფლის ძველი სახელი „ბურნაშენი“ უნდა ყოფილიყო.

სოფელში შემორჩენილია დარბაზული ტიპის დიდი ეკლესია, რომელსაც შეწყვილებულთაღებიანი კარიბჭე აქვს. თავისი სიდიდისა და სიმაგრის წყლობით ეკლესია შედარებით უკეთაა შემონახული. არქიტექტურულ-დეკორატიული ფორმებითა და აღმოსავლეთის ფასადის რელიეფების მიხედვით აშენებული უნდა იყოს არა უგვიანეს X საუკუნისა.

დაცულია ორი წარწერა (X და XII–XIII სს.). ერთი ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, მეორე — ინტერიერში, ჩრდილოეთის კედელზე.

აღმოსავლეთის მხარეზე არსებული რელიეფი წმ. დანიელი ლომების ხაროში იკითხება შემდეგნაირად:

ვიკიციტატა
„უფალო ვითარცა იხსენ დანიელ პირისაგან ლომაისა, იხსენ ამის წმიდასა ეკლესიის მაშენებელნი ხელთაგან ჯოჯხეთისა.“

მეორე წარწერა არის ეპიგრაფიკული საბუთი ყანის შეწირვის შესახებ (XII–XIII სს.):

ვიკიციტატა
„სახელითა ღმრთისაჲთა და შუამდგომლობითა წმიდისა გიორგისითა. დაგიწერე მე, გიორგიმან თქუენ, ბურნაშელთა მღვდლთა. მოგეც ყანაჲ თქეროანს ჩემგან ნასყიდი.“

სოფლის მატერიალური კულტურის ძეგლებიდან აღსანიშნავია აგრეთვე მოზრდილი ქვაჯვარი.

1595 წელს სოფელი შედიოდა ხერთვისის ლივის ტყე-ჯავახეთის რაიონში. იგი 11-კომლიანი სოფელი იყო. მოხსენიებულია აგრეთვე ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარში.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 488 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[2] 320
1911[3] 498
2002[4] 803 397 416
2014[1] 488 244 244

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 580.
  • ვ. სილოგავა, ჯავახეთის ეპიგრაფიკა. ახალციხე, 2001

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. Кавказскій календарь на 1910 годъ, Тифлись, 1909, стр. 209.
  3. Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 136.
  4. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.