ბუზარასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Crataerhina Pallida

ბუზარასებრნი (ლათ. Hippoboscidae) — ბუზების ოჯახი. აქვთ ქიტინით დაფარული 3-12 მმ სიგრძის ბრტყელი სხეული, მჩხვლეტ-საწუწნი პირის აპარატი. უმრავლესობას ფრთები არ აქვს. ოჯახი აერთიანებს 20 გვარს, რომელშიც შედის 150 სახეობა. გავრცელებულია ყველა კონტინენტზე. ბუზარასებრნი, როგორც წესი, ცხოვრობენ პატრონის ბეწვსა და ბუმბულში. პარაზიტობენ როგორც შინაურ (ძროხა, ცხვარი, ცხენი, აქლემი, ძაღლი), ისე გარეულ (ირემი, შველი, ღორი) ძუძუმწოვრებსა და ფრინველებზე. ზოგჯერ მნიშვნელოვანი ზიანი მოაქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]