ბრეტანის ნახევარკუნძული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბრეტანის ნახევარკუნძული
კოორდინატები: 48°13′ ჩ. გ. 02°59′ დ. გ. / 48.217° ჩ. გ. 2.983° დ. გ. / 48.217; -2.983
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
უმაღლესი წერტილი არე
სიმაღლე 391 
ფართობი 27 ათ. კმ²
სიგრძე 200 კმ
სიგანე 120 კმ
ბრეტანის ნახევარკუნძული — საფრანგეთი
ბრეტანის ნახევარკუნძული

ბრეტანის ნახევარკუნძული (ფრანგ. Bretagne) — ნახევარკუნძული ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთში. ტერიტორიის დიდი ნაწილი არმორიკის მაღლობს (სიმაღლე 391 მეტრამდე) უკავია. სანაპირო კლდოვანია და რიასულ ტიპს განეკუთვნება. ჰავა ზომიერი, ოკეანისა. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა 800–1200 მმ წელიწადში. უმთავრესად მანანიანი და ტორფიანი ადგილებია. გვხვდება მუხისა და წიფლის ტყეები. მთავარი ნავსადგურებია ნანტი და ბრესტი.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]