ბრესტ-ლიტოვსკის ზავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბრესტის ზავი — სეპარატული სამშვიდობო ხელშეკრულება, ერთი მხრით, საბჭოთა რუსეთსა და მეორე მხრივ, გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის. ხელი მოაწერეს 1918 წლის 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკში. რუსეთის მხრიდან ხელშეკრულების რატიფიცირება მოხდა სრულიად რუსეთის საბჭოების საგანგებო მეოთხე ყრილობის მიერ 15 მარტს. გერმანულმა რაიხსტაგმა მოიწონა 22 მარტს და გერმანიის იმპერატორმა ვილჰელმ II-მ რატიფიკაცია მოახდინა 26 მარტს.

ზავის შედეგად თურქეთმა მიიღო ბათუმის, ყარსისა და არდაჰანის ოლქები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]