ბოიომის ჩანჩქერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბოიომის ჩანჩქერი
კოორდინატები: 0°29′28″ ჩ. გ. 25°12′23″ ა. გ. / 0.49111° ჩ. გ. 25.20639° ა. გ. / 0.49111; 25.20639
მდებარეობა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
სიმაღლე 60 
მდინარე კონგო
ბოიომის ჩანჩქერი — კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ბოიომის ჩანჩქერი

ბოიომის ჩანჩქერი (ინგლ. Boyoma Falls, 1983 წლამდე ეწოდებოდა სტენლის ჩანჩქერი) — შვიდი ჩანჩქერი ძირითადად მდინარე კონგოზე, რომლებიც ერთმანეთისაგან გაყოფილია ლუბრმათი. მდებარეობს ცენტრალურ კონგოში. ჩანჩქერები გადაჭიმულია დაახლოებით 100 კილომეტრზე ქალაქებს — უბუნდუსა და კისანგანის შორის. საერთო ვარდნა შეადგენს დაახლოებით 60 მეტრს. სიგანე 730 მეტრს აღწევს. წყლის ხარჯი შეადგენს დაახლოებით 17 000 მ³/წმ, და ამ მაჩვენებლებით ჩანჩქერები შედიან გინესის რეკორდების წიგნში[1]. მსოფლიოს ერთი-ერთი უდიდესი წყალვარდნილია. ჩანჩქერი ვრცელდება აგრეთვე მდინარე კონგოზე. ბოიომის ჩანჩქერის ირგვლივ გადის რკინიგზის ხაზი, რომელიც აერთებს უბუნდუსა და კისანგანის მდინარის პორტებს. 1983 წლამდე მისი პირველაღმომჩენის — ჰენრი მორტონ სტენლის პატივსაცემად ერქვა სტენლის ჩანჩქერი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Greatest waterfall flow // Guinness World Records 2015.