ბოიები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბოიების დაახლოებითი მდებარეობა, ბოჰემიასა და იტალიაში. იმ დროინდელი ლათინური კულტურის გავრცლების არეალი შეფერადებულია ყვითლ ტონში, ხოლო ჰალშტატის კულტურის ყვითლად.

ბოიები (ლათ.: Boii; ბერძ.: Βόϊοι) — ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კელტური ტომი გვიან რკინის ხანაში. მათი არსებობა დასტურდება სხვა და სხვა დროს: ციზალპური გალიაში (ჩრდილოეთი იტალია), პანონიაში (უნგრეთი და მის დასავლეთით), ბოჰემიას ტერიტორიაზე და ნარბონიულ გალიაში. არქეოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ძველი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნეში ბოიები ბოჰემიადან სილეზიაშიც გადავიდნენ (დღისთვის პოლონეთის ტერიტორია).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]