ბობი ფიშერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბობი ფიშერი

ბობი ფიშერი 1960 წელს
დაბადების სახელი რობერტ ჯეიმზ ფიშერი
ქვეყანა (სპორტი) აშშ
დაბადების თარიღი 9 მარტი, 1943[1]
დაბადების ადგილი ჩიკაგო, ილინოისი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 17 იანვარი, 2008 (64 წლის)
გარდაცვალების ადგილი რეიკიავიკი, ისლანდია
წოდება დიდოსტატი (1958)
ფიდე რეიტინგი 2785 (ივლისი, 1972 ფიდეს რეიტინგის სია)[2]
ჯილდოები და პრემიები world chess champion და Chess Oscar[3]
საიტი bobbyfischer.net

რობერტ ჯეიმზ „ბობი“ ფიშერი (ინგლ. Robert James „Bobby“ Fischer; დ. 9 მარტი, 1943 — გ. 17 იანვარი, 2008) — ამერიკელი მოჭადრაკე, დიდოსტატი. 1972 წელს ერთადერთი ამერიკელი გახდა, რომელმაც ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატში გაიმარჯვა, სადაც დაამარცხა ჩემპიონი ბორის სპასკი მატჩში, რომელსაც საყოველთაოდ ერთი ამერიკელის ცივი ომის ბრძოლას უწოდებდნენ საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ. 1975 წელს მან უარი თქვა ტიტულის დაცვაზე, ვინაიდან ფიდემ არ მიიღო მისი პირობები. შედეგად მას ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს.

1992 წელს ბორის სპასკისთან რემატჩის შემდეგ ფიშერი აშშ-ში აღარ დაბრუნებულა. შეჯიბრი იუგოსლავიაში ჩატარდა, რომელიც მაშინ გაეროს მკაცრი ემბარგოს ქვეშ იმყოფებოდა. ამ ფაქტმა აშშ-ს მთავრობასა და ფიშერს შორის კონფლიქტი გამოიწვია. შემდეგ ის უნგრეთში, მოგვიანებით კი იაპონიაში ცხოვრობდა. 2004 წელს იაპონიაში ის სამართალდამცველებმა დააკავეს ცხრა თვით, სადაც მას აშშ-ის პასპორტი ჩამოართვეს. 2005 წლიდან მას ისლანდიის მოქალაქეობა მიენიჭა, სადაც ის ცხოვრობდა კიდეც გარდაცვალებამდე. მისი ცხოვრების ბოლო ათწლეულში ის ცნობილი გახდა ანტიამერიკული და ანტისემიტური განცხადებებით,[4][5] თუმცა მას თავად ჰყავდა დედა ებრაელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Brady, Frank (1973). Profile of a Prodigy, p. 2. (2nd ed.). David McKay. OCLC 724113.
  2. Fischer, Robert James. olimpbase.com. ციტირების თარიღი: 2015-09-18.
  3. https://de.chessbase.com/post/schach-oscar-fr-kramnik
  4. Portrait of a Genius As a Young Chess Master. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-23. ციტირების თარიღი: 2016-12-15.
  5. Böhm, Hans; Jongkind, Kees (2003). Bobby Fischer: The Wandering King. pp. 30, 44. Batsford. ISBN 0-7134-8935-9.