ბეჭდების მბრძანებლის ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბეჭდების მბრძანებლის ისტორია“ (ინგლ. The History of The Lord of the Rings) — კრისტოფერ ტოლკინის მიერ შედგენილი „შუახმელეთის ისტორიის“ VI-IX ტომების საერთო დასახელება. ეს ტომებია:

წყვდიადის დაბრუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„წყვდიადის დაბრუნება“ (ინგლ. The Return of the Shadow) გამოიცა 1988 წელს. იგი არის „ბეჭდების მბრძანებლის“ შექმნის პროცესის ამსახველი წიგნი. აქცენტი აქ გაკეთებულია პირველ წიგნზე, „ბეჭდის საძმო“ - „წყვდიადის დაბრუნება“ ამ წიგნის სამუშაო სახელწოდება იყო.

წიგნში აღწერილია, თუ როგორც გარდაიქმნა ბილბოს უბრალო ბეჭედი ბნელეთის ბეჭდად. მოთხრობილია, თუ როგორ ჩნდება შაირში პირველი შავი მხედარი, როგორ ჩნდება ჰობიტი, რომელიც შემდგომში არაგორნმა შეცვალა. ფროდო ბეგინსის მეგობრებიც იცვლებიან. აგრეთვე ჩნდება ხისწვერა გამოჩენა, ხოლო ფერმერი მეგოტი განსხვავებულ ადგილას ჩნდება, ვიდრე საბოლოო ვერსიაში. აგრეთვე შეტანილია პირველი რუკების და ხელნაწერების რეპროდუქციები.

თავები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შესავალი
  • პირველი ფაზა
    • დიდი ხნის ნანატრი წვეულება
    • ჰობიტონიდან ტყემდე
    • გოლუმსა და ბეჭედზე
    • მეგოტის ფერმასა და ბაკლენდში
    • ძველისძველი ტყე
    • ტომ ბომბადილი
    • შაირი
    • ტროტერი და მოგზაურობა ავდარწვეროზე
    • შეტევა ავდარწვეროზე
    • ამონ სულიდან ფონამდე
    • შუაველი
    • კითხვები და შემოკლებები
  • მეორე ფაზა
    • დაბრუნება ჰობიტონში
    • უძველესი ისტორია
    • შეყოვნება საშიშია
    • მოკლეზე სოკოებისკენ
  • მესამე ფაზა
    • მოგზაურობა სერისკენ
    • ყალყზე შემდგარ პონიში
    • ავდარწვეროსა და შუაველისკენ
    • ახალი გაურკვევლობები და ახალი გეგმები
  • ამბის გაგრძელება
    • ელრონდის სახლში
    • ბეჭედი სამხრეთში მიემართება
    • მორიის მაღაროები

იზენგარდის ღალატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„იზენგარდის ღალატი“ (ინგლ. The Treason of Isengard) გამოიცა 1989 წელს. იგი არის „ბეჭდების მბრძანებლის“ შექმნის პროცესის ამსახველი შემდეგი წიგნი. მასში გრძელდება შუახმელეთის ქრონიკის მონახაზების გამოჩენა. სამხრეთსა და დასავლეთში ახალი მოსახლეობა ჩნდება, მოქმედებაში შემოდის ლოთლორიენი, როჰანის მხედრები, სარუმანი, იზენგარდი. აღწერილია გალადრიელის პირველი გამოჩენა, გონდორის ისტორიის პირველ ვერსიები და არაგორნისა და ეოვინის პირველი შეხვედრა, რომელიც შემდგომში შეცვლილი იქნა. წიგნს კვლავ ახლავს რუკა. აგრეთვე დართულია ჯუჯების ძველი რუნები.

თავები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • განდალფის შეყოვნება
  • მეოთხე ფაზა (1): ჰობიტონიდან სერამდე
  • მეოთხე ფაზა (2): სერიდან შუაველამდე
  • ჰამილკარზე, განდალფსა და სარუმანზე
  • ბილბოს სიმღერა შუაველში
  • ელრონდის კრება (1)
  • ელრონდის კრება (2)
  • ბეჭედი სამხრეთისაკენ მიემართება
  • მორიის მაღაროები (1): მორიის მბრძანებელი
  • მორიის მაღაროები (2): ხიდი
  • ამბავი, დანახული მორიიდან
  • ლოთლორიენი
  • გალადრიელი
  • გამომშვიდობება ლორიენთან
  • „ბეჭდების მბრძანებლის“ პირველი რუკა
  • ამბავი, დანახული ლორიენიდან
  • მინას მორგულის კარიბჭის ჩანახატი
  • კირით უნგოლის გუშაგთა ჩანახატი
  • დიდი მდინარე
  • საძმოს დაშლა
    • საძმოს დაშლის ჩანახატი
  • ბორომირის დაღუპვა
  • მხედრები როჰანიდან
  • ურუკ-ჰაი
  • ხისწვერა
  • ხისწვერას სიმღერის ერთ-ერთი პირველი ვერსია
  • შენიშვნა სხვადასხვა თემაზე
  • თეთრი მხედარი
    • შეტანილია გალადრიელის საუბრები არაგორნთან და ლეგოლასთან
  • ამბავი, დანახული ფანგორნიდან
  • ოქროს დარბაზის მეფე
  • დამატება რუნების შესახებ

შეტანილია კრისტოფერ ტოლკინის მიერ მამის ნაწერების მიხედვით დახატული ექვსი გვერდი.

ბეჭდის ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ბეჭდის ომი“ (ინგლ. The War of the Ring) გამოიცა 1990 წელს. იგი არის „ბეჭდების მბრძანებლის“ შექმნის პროცესის ამსახველი შემდეგი წიგნი. წიგნში აღწერილია ჰელმის ხრამის ბრძოლა, იზენგარდის დატბორვა, ფროდო ბეგინსის მოგზაურობა კირით უნგოლისკენ, ომი გონდორში, განდალფისა და საურონის ელჩის საუბარი შავ კარიბჭესთან. აგრეთვე ჩნდებიან პალანტირები და ფარამირი. წიგნს თან ახლავს გეგმები, ნახატები, ორთანკის, მინას ტირითისა და ბაბაჭუას ბუნაგის ჩანახატები.

თავები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წინასიტყვაობა
  • ნაწილი 1 - სარუმანის დაცემა
    • იზენგარდის დანგრევა
    • ჰელმის ხრამი
    • გზა იზენგარდისაკენ
    • ნანგრევებზე
    • სარუმანის ხმა
    • პალანტირი
  • ნაწილი 2 - ბეჭედი აღმოსავლეთში მიემართება
    • სმეაგოლის მოთვინიერება
    • გზა ჭაობებში
    • შავი კარიბჭე დაკეტილია
    • ამბავი მოხარშულ კურდღლებსა და სანელებლებზე
    • ფარამირი
    • აკრძალული გუბურა
    • მოგზაურობა გზაჯვარედინამდე
    • კირით უნგოლი
  • ნაწილი 3 - მინას ტირითი
  • „იზენგარდის ღალატის“ დამატება
  • დაწყებული და მიტოვებული მეხუთე წიგნი
  • მინას ტირითი
  • დასავლეთს ბევრი გზა მიუყვება (ნაწილი 1)
  • დასავლეთს ბევრი გზა მიუყვება (ნაწილი 2)
  • გონდორი ალყაში
  • როჰირიმთა ლაშქრობა
  • ამბავი, დანახული ფორანესტიდან
  • ბრძოლა პელენორის მინდვრებზე
  • დენეთორის სამგლოვიარო კოცონი
  • სამკურნალო დარბაზები
  • უკანასკნელი კრება
  • შავი კარიბჭე იღება
  • მეორე რუკა

დამარცხებული საურონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„დამარცხებული საურონი“ (ინგლ. Sauron Defeated) გამოიცა 1992 წელს. ამ წიგნში მთავრდება ბეჭდის ომთან დაკავშირებული ამბების მიმოხილვა. წიგნი იწყება სემუაიზ გემჯის მიერ ფროდოს გადარჩენით (კირით უნგოლის კოშკიდან). შაირის სარუმანის მიერ დაპყრობის სცენები განსხვავებულია. აგრეთვე წარმოდგენილია ეპილოგი, რომელიც არსად გამოქვეყნებულა - ფროდოსა და ბილბოს რუხი ნავსადგურიდან გაცურვიდან წლების შემდეგ სემი ცდილობს, პასუხი გასცეს თავისი შვილების კითხვებს.

წიგნის მეორე განყოფილებაში შეტანილია მიმოხილვები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ოქსფორდში, 1986-1987 წლებში. მასალები ეხება ატლანტიდის ლეგენდას, კლუბის წევრებს, ევროპულ ლეგენდებს. წიგნის დასასრულს წარმოდგენილია ანადუნეს ჩაძირვის ისტორია.

თავები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნაწილი I - მესამე ეპოქის დასასრული
    • I - მორდორში ფროდოსა და სემის მოგზაურობის ამბავი
    • II - კირით უნგოლის კოშკი
    • III - აჩრდილის ქვეყანა
    • IV - ბედისწერის კლდე
    • V - კორმალენის მინდორი
    • VI - მეფისნაცვალი და მეფე
    • VII - განშორებები
    • VIII - შინ
    • IX - გაწმენდილი შაირი
    • X - რუხი ნავსადგური
    • XI - ეპილოგი
    • დამატება - ორთანკისა და დუნჰაროუს ნახატები
  • ნაწილი II
    • აზრების კლუბის ჩანაწერები
      • შესავალი
      • წინასიტყვაობა და წევრთა სია
      • აზრების კლუბის ჩანაწერები, ნაწილი 1
      • აზრების კლუბის ჩანაწერები, ნაწილი 2
      • აზრთა სხვადასხვაობა მეორე ნაწილის პირველ ვერსიებში
        • (i) „ღამე 66“ - პირველი ვერსიები
        • (ii) ლაუდჰემის „ფრაგმენტები“ - პირველი ვერსიები
        • (iii) ლაუდჰემის „ფრაგმენტები“ - პირველი ვერსიები ადუნაიქზე
        • (iv) ედვინ ლაუდჰემის ძველი ინგლისური ტექსტის პირველი ვერსიები
        • (v) ედვინ ლაუდჰემის ხელნაწერის ნაწილი, ნუმენორული ნაწერი
  • ნაწილი III
    • ანადუნეს ჩაძირვა
      • (i) ნუმენორის დაცემა - მესამე ვერსია
      • (ii) ანადუნეს ჩაძირვა - ორიგინალური ტექსტი
      • (iii) ანადუნეს ჩაძირვა - მეორე ტექსტი
      • (iv) ანადუნეს ჩაძირვა - საბოლოო ვერსია
      • (v) ნამუშევრის თეორია
      • (vi) ლაუდჰემის ლექცია ადუნაიქის ენის შესახებ

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]