ბასილისკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბასილისკოს გრავიურა ხეზე, ულისე ალდროვანდი, Serpentum, et draconum historiae libri duo, 1640 წ.

ბასილისკო (ლათ. regulus; ბერძ. βασιλίσκος — პატარა მეფე) — მითოლოგიაში არსება მამლის თავით, ბაყაყის თვალებითა და ტანით და გველის კუდით. (თუმცა ხშირად ითვლება, რომ მასში დომინერებს გველის ნაწილი). ბასილისკოები რამდენიმეჯერ ნახსენებია ბიბლიაში. შუა საუკუნეებში მათ რეალურ ცხოველებად თვლიდნენ. ასევე ითვლება, რომ ამ არსებებს ჰქონდათ შხამიანი სუნთქვა და კლანჭები, ასევე არსებობდა ვარაუდი, რომ ბასილისკოს თვალებში ჩახედვა ჩამხედს აქვავებდა. ბასილისკოს ტრადიციულად კლავდა მხოლოდ მამლის ყივილი. ასევე გველკუდა არსება ითვლება გველთა მეუფედ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: