ბარდია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „ბარდია“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ბარდია (მრავალმნიშვნელოვანი).

ბარდიასპარსეთის მეფე აქემენიდების დინასტიიდან ძვ. წ. 522 წელს. კიროს II-ს ვაჟი.

ბარდია საკმაოდ იდუმალებით მოცული ფიგურაა. იგი სპარსეთის სამეფოს დამაარსებლის კიროს II-ს უმცროსი ვაჟი იყო. როგორც დარიოს I-ს წარწერა გვიამბობს, ბარდიას უფროსმა ძმამ, კამბისე II-მ, ეგვიპტეში გალაშქრებამდე, ბრძანა მისი მოკვლა, რადგან ეჭვობდა, რომ უმცროს ძმას ტახტის ხელში ჩაგდება სურდა. კამბისეს სურდა თავისი საქციელის დამალვა, ამის შესახებ მხოლოდ მისმა მსახურმა და მაგმა გაუმატამ იცოდნენ. გაუმატა კი თურმე იმდენადე ჰგავდა მოკლულს, რომ ვერავინ მათ ვერ ასხვავებდა. კამბისემ დაავალა მას მოკლული ძმის როლი ეთამაშა, რასაც გაუმატამ თავი რამდენიმე წლის მანძილზე მშვენივრად გაართვა.

კამბისე მალე ეგვიპტეში წავიდა, სადაც რამდენიმე წელი დაჰყო. ამასობაში სპარსეთში და მიდიაში არეულობები დაიწყო. გაუმატამ ამით ისარგებლა და თავი მეფედ გამოაცხადა, როგორც ბარდიამ. მისი ძალაუფლება უმალვე აღიარეს სპარსეთში, მიდიაში და ბაბილონეთში, ხოლო კამბისეს სიკვდილის შემდეგ ეგვიპტეშიც.

ახლა შეუძლებელია დარწმუნებით ვთქვათ, ბადრია მართლა კიროსის ძე იყო თუ თვითმარქვია. გამეფების შემდეგ, მან 3 წლით გაათავისუფლა დაპყრობილი ერები გადასახადებისგან და სამხედრო სამსახურისგან. ამ ნაბიჯმა მას ხალხის პოპულარობა მოუტანა. მაგრამ დიდებულებში ეჭვი აღძრა, რომ მეფე არ ენახვება საკუთარ ხალხს. ჰეროდოტეს თანახმად, ერთ-ერთმა დიდებულმა თავისი ასულისგან შეიტყო (რომელიც მეფის ჰარამხანაში იყო), რომ მეფეს არ აქვს ყურები, და ამრიგად მიხვდა, რომ ტახტზე თვითმარქვიაა. მან დაპატიჟა 6 მეგობარი, რომელთა შორისაც დარიოსიც იყო და მათ შეთქმულება მოაწყვეს და იმ დღესვე სასახლეში მოკლეს მეფე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Рыжов, K. (2001). Энциклопедия - Все монархи мира - Древний Восток. Вече, Москва. ISBN 5-7838-0829-6
წინამორბედი:
კამბისე II
სპარსეთის მეფე
ძვ. წ. 522
შემდეგი:
დარიოს I
წინამორბედი:
კამბისე II
ეგვიპტის ფარაონი
ძვ. წ. 522
შემდეგი:
დარიოს I