ბალტიკური ენები
ბალტიკური ენები — ინდოევროპულ ენათა ოჯახის დამოუკიდებელი ჯგუფი. მოიცავს ლატვიურს, ლიეტუვურსა და აწ მკვდარ ძველ პრუსიულს. ბალტიკური ენების ჯგუფში ივარაუდება აგრეთვე რუსულ მატიანეებში მოხსენიებული გოლიადების, იატვიაგებისა და კურების (თუ კურონების) ენები. მკვლევართა დიდ ინტერესს იწვევს ბალტიკური ენების წარმომავლობისა და დანარჩენ ინდოევროპულ ენებთან, კერძოდ, სლავურ ენებთან (რომლებთანაც ბევრი რამ აქვს საერთო ლექსიკასა და გრამატიკაში) მიმართების საკითხი.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ბალტიკური ენების ეთნოლოგიური ანგარიში
- ბალტიკ ონლაინი ტეხასის უნივერისტეტი
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 180.