ბაზარდუზუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაზარდუზუ
ბაზარდუზუ
ბაზარდუზუ
კოორდინატები: 41°13′16″ ჩ. გ. 47°51′29″ ა. გ. / 41.22111° ჩ. გ. 47.85806° ა. გ. / 41.22111; 47.85806
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
რუსეთის დროშა რუსეთი
სიმაღლე 4466 
მთის მასივი კავკასიონი
ქედი აღმოსავლეთი კავკასიონი
პირველი ასვლა სერგეი ალექსანდროვი (1847)
ბაზარდუზუ — აზერბაიჯანი
ბაზარდუზუ
ბაზარდუზუ — დაღესტანი
ბაზარდუზუ

ბაზარდუზუ (აზერ. Bazardüzü) — მწვერვალი კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, აზერბაიჯანისა და დაღესტნის საზღვარზე. სიმაღლე 4466 მ. აზერბაიჯანის უმაღლესი მწვერვალი. გვხვდება რელიეფის მყინვარული ფორმები. აგებულია ფიქლებითა და პორფირიტებით. ფართოდ არის ცნობილი როგორც რუსეთის უკიდურესი სამხრეთი წერტილი, მაგრამ სინამდვილეში მწვერვალი რუსეთის უკიდურესი სამხრეთი წერტილიდან ჩრდილოეთით თითქმის 4 კილომეტრში მდებარეობს. სამხრეთი წერტილის უკიდურესი პუნქტებია რაღდანისა და ნესენის მთები, რომლებიც ბაზარდუზუდან სამხრეთით ვრცელდებიან.[1] XX საუკუნის დასაწყისში ბაზარდუზუს კალთებიდან ეშვებოდა 8 მცირე მყინვარი. უდიდეს მათგანს ჰქონდა 1 კილომეტრი სიგრძე და ატარებდა „ტიხიცარის“ სახელწოდებას.[2] მწვერვალი პირველად დაიპყრო სერგეი ალექსანდროვმა 1847 წელს. ადგილობრივი ლეკები ბაზარდუზუს უწოდებენ „კიჩენდაღს“, რაც ნიშნავს „შიშის მთას“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. [1]. Лист карты K-38-108 Хачмас Масштаб: 1:100 000.
  2. [2] // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона: В 86 томах (82 т. и 4 доп.) — СПб., 1890—1907.