აწყურის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აწყური.
ტაძრის ხედი აწყურის ციხიდან.
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ტაძრის ხედი.
ლაშა ხაჩიძის ფოტო
ფოტო ერმაკოვის კოლექციიდან. გადაღებულია 1896 წლამდე.

აწყურის ტაძარიეკლესია მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის მხარის ახალციხის მუნიციპალიტეტში სოფ. აწყურის ტერიტორიაზე.

დღეისათვის შემორჩენილია გუმბათოვანი ტაძრის ნანგრევები (გაირჩევა ორი ფენა - X-XI და XIII-XIV სს.). ფართობით იგი ყველაზე დიდი ეკლესია ყოფილა მთელ საქართველოში[1]. გუმბათი და ყველა კამარა ჩამოქცეულია, დანგრეულია კედლის ზედა ნაწილებიც. საკურთხეველსა და მის ორსავე მხარეზე მდებარე სათავსებს სადიაკვნესა და სამკვეთლოს აღმოსავლეთით გამოშვერილი წახნაგოვანი კედლები ჰქონდა. შიგნით გადარჩენილია მორთულობის ფრაგმენტები - კედლის სვეტები ბურთულებიანი თავსამკაულებით; საკურთხევლის კედლის გარეპირის მორთულობა და სხვა, მოწმობს, რომ შენობის ეს ნაწილი XIII საუკუნეზე უფრო ადრინდელია. აწყურის ტაძარი ბევრჯერ დაზიანებულა მიწისძვრებით და კვლავ აღუდგენიათ. როგორც ჩანს, ძეგლი ოსმალთა ბატონობის ბოლო წლებში საბოლოოდ დანგრეულა.

ტაძრის რეაბილიტაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წელს დაიწყო ტაძრის რეაბილიტაციის პროცესი[2].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვ. ბერიძე, სამცხის ხუროთმოძღვრული ძეგლები, თბ., 1970

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ვ. ბერიძე, სამცხის ხუროთმოძღვრული ძეგლები, თბ., 1970, გვ., 51
  2. აღმოჩენა აწყურის ღვთისმშობლის ტაძართან YouTube-ზე