აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები (1888)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
‹ 1884 აშშ-ის დროშა 1892 ›
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები
6 ნოემბერი, 1888
პრეზ. კანდიდატი ბენჯამინ ჰარისონი გროვერ კლივლენდი
პარტია რესპუბლიკელი დემოკრატი
შტატი ინდიანა ნიუ-იორკი
ვიცე-პრეზ. კანდიდატი ლევი მორტონი ალენ ტურმანი
ამომრჩეველთა კოლეგია 233 168
შტატში გამარჯვება 20 18
მოსახლეობა 5,443,892 5,534,488
პროცენტი 47.8% 48.6%

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების რუკა. წითელი, შტატები, სადაც ჰარისონმა გაიმარჯვა. ლურჯი, შტატები, სადაც კლივლენდმა გაიმარჯვა.
რიცხვები შტატიდან ამომრჩეველთა კოლეგიაში ხმების რაოდენობას ასახავს.

მოქმედი პრეზიდენტი არჩეული პრეზიდენტი
გროვერ კლივლენდი
დემოკრატი
ბენჯამინ ჰარისონი
რესპუბლიკელი

1888 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 6 ნოემბერს გაიმართა, სადაც პრეზიდენტმა გროვერ კლივლენდმა მოსახლეობის მეტი ხმა მოიპოვა, ვიდრე რესპუბლიკელმა კონკურენტმა ბენჯამინ ჰარისონმა, თუმცა ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების უმრავლესობით პრეზიდენტი ჰარისონი გახდა. ამით 1876 წლის არჩევნების სიტუაცია განმეორდა, როდესაც გამარჯვებულმა კანდიდატმა მოსახლეობის ხმების უმრავლესობა ვერ მოიპოვა. შემდეგი ასეთი შემთხვევა მხოლოდ 112 წლის შემდეგ 2000 წლის არჩევნებში განმეორდა.