ასუნსიონის ხელშეკრულება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ასუნსიონის ხელშეკრულება — ხელშეკრულება არგენტინას, ბრაზილიას, პარაგვაისა და ურუგვაის შორის, რომელსაც 1991 წლის 26 მარტს ასუნსიონში მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების მიზანი იყო მონაწილე სახელმწიფოთა შორის ერთობლივი ბაზრის შექმნა, რომელსაც მერკოსური უწოდეს (სამხრეთის ერთობლივი ბაზარი). მოგვიანებით, ამ ხელშეკრულების დამატების სახით ხელი მოეწერა ოურუ-პრეტუს ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც ასუნსიონის ხელშეკრულება ლეგალური და საერთაშორისო დონეზე აღიარებული ორგანიზაცია იყო.

ხელშეკრულების ფარგლებში შეიმუშავეს პროგრამა, რომლის მიზანიც იყო იმპორტ-ექსპორტის ბეგარის თანდათანობითი გაუქმება და თავისუფალი კომერციული ზონის შექმნა 1994 წლის ბოლოსთვის. თუმცა, პროგრამა ვადებში ვერ ჩაჯდა და თავისუფალი ზონა ვერ შეიქმნა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]