არჩილ I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არჩილი (მრავალმნიშვნელოვანი).
არჩილ I
იბერიის მეფე
მმართ. წლები: 410–434[1]
411–435[2]
წინამორბედი: მითრიდატე VI/მირდატ IV
მემკვიდრე: მითრიდატე VII/მირდატ V
მეუღლე: მარიამი
დინასტია: ფარნავაზიანები
მამა: მითრიდატე VI

არჩილ I, არჩილ[ა] მირდატის ძექართლის მეფე V საუკუნის 20-30-იან წლებში – ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“-ს თანახმად. მემატიანე არჩილის მეფობის შესახებ ამბობს: „განაცხადა მტერობა სპარსთა, გამოაჩინა ჯუარნი და მოკაზმნა ეკლესიანი“. მან ცოლად შეირთო ბიზანტიის იმპერატორის იობიანის (363–364) შთამომავალი – მარიამი.

„მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს მიხედვით მის დროს „მოგუნი მოგობდეს ცეცხლისა მსახურებასა ზედა“.

(არჩილის მეფობის დათარიღება: ვახუშტი 410–434 წ. ვ. გოილაძე 402–426 წ. გ. მელიქიშვილი V ს. მე-2 ნახ. ა. ბოგვერაძე V ს. 20-30 წ.[3]).[4]

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. არჩილი „ქართლის ცხოვრების“ ძველი ციკლის, ანასეულ, ჭალაშვილისეულ და მარიამისეულ ნუსხებში მირდატის ძმისწულად და თრდატის ძედ არის დასახელებული, მაგრამ „ქართლის ცხოვრების“ სხვა ნუსხებში, მაგ. რუმიანცევისეულ, თეიმურაზისეულ... ნუსხებში, აგრეთვე „ქართლის ცხოვრების“ სომხურ თარგმანში (X ს.) არჩილ მირდატის ძედ. სპეც. ლიტ. ამ უკანასკნელს იზიარებენ. ამდენად, ჩვენც არჩილი მირდატის ძედ წარმოვადგინეთ და გადავუხვიეთ „ქართლის ცხოვრების“ ყაუხჩიშვილისეულ გამოცემას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვახუშტი, მითითებული გამოცემა.
  • გ. მელიქიშვილი, ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხისათვის, საქ. მეც. აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. IV, ნაკ. I. თბ. 1958.
  • ვ. გოილაძე, ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია. თბ. 1990.
  • ლ. ჯანაშია, ბრძოლა ირანის აგრესიის წინააღმდეგ ქართლში IV ს. მე-2 ნახ. და V ს. I ნახ., საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. II. თბ. 1973.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ვახუშტი „საქართველოს ისტორია“, გამოცემა გ. დ. ქართველიშვილისა. განმარტებული და შევსებული ახლად შეძენილის არხეოლოგიურისა და ისტორიულის ცნობებით დ. ზ. ბაქრაძის მიერ. ტფილისი, 1885. გვ. დ.
  2. CYRIL TOUMANOFF: „Chronology of the Early Kings of Iberia“. The Chosroids: 30. Archil. p. 27.
  3. არჩილ I. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
  4. ლორთქიფანიძე მ., მეტრეველი რ., საქართველოს მეფეები, თბ.: „ნეკერი“, 2007. — გვ. 39, 40, ISBN 99928-58-36-2.
წინამორბედი:
მირდატ IV
იბერიის მეფე
410–434
შემდეგი:
მირდატ V