არშაკუნიანები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სომხეთის სამეფო ასშაკუნიანთა დინასტიის პერიოდში, 150 წ.

არშაკუნიანები — სამეფო დინასტიის სომხეთში (62-428), პართელ არშაკიდთა უმცროსი შტო. დააარსა პართიის მეფე ვალარშ I-ის ძმამ თრდატ I-მა (62, ოფიციალური 66-78). თავდაპირველად ტახტის პრეტენდენტს რომის იმპერატორის საბოლოო ნებართვით პართია აგზავნიდა. პართელი არშაკიდების დაცემის შემდეგ კი, როდესაც ირანში სასანიანები გამეფდნენ (226), სომხეთის მეფემ ხოსროვ I დიდმა არ ცნო ისინი და სომეხ არშაკუნიანთა ხელისუფლება მას შემდეგ მემკვიდრეობითი გახდა. არშაკუნიანების დროს სომხეთში ყალიბდებოდა ფეოდალური ურთიერთობა. თრდატ III დიდის (298-330) მეფობის წლებში. სომხეთის ოფიციალურ რელიგიად ქრისტიანობა გამოცხადდა (301). არშაკუნიანები იბრძოდნენ ფეოდალური სეპარატიზმის წინააღმდეგ და ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის, მაგრამ უშედეგოდ. ირანსა და რომს შორის დიდი სომხეთის გაყოფის შემდეგ (387) კი მათი ვასალები გახდნენ. 428 წელს არშაკუნიანების ხელისუფლება დაეცა.

არშაკუნიანთა წარმომადგენლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი მმართველობა კომენტარი
თრდატ I
6688
არშაკუნიანების დინასტიის დამაარსებელი. გაამეფა მისმა ძმამ პართიის მეფე ვალარშმა.
სანატრუკ I
88110
91-109 წლებში ასევე იყო შუამდინარეთში მდებარე სახელმწიფოს ოსროჰენის სამეფოს მეფე.
აშხადარი
110-113
პართამასირი
113-114
რომაული ოკუპაცია
114-116
ვალარშ I
117-144
სოჰემოსი
144-161, 164-186
ბაკურ I
161-163
ვალარშ II
186-198
ხოსროვ I
198-217
თრდატ II
217-252
არტავაზდ IV
252-272
ხოსროვ II
272-287
თრდატ III
287-330
ხოსროვ III
330-338
ტიგრან VII
338-350
არშაკ II
350-368
პაპი
368-374
ვარაზდატი
374-378
არშაკ III
378-389
ხოსროვ IV
387-389, 415-416
ვრამშაპუჰი
389-415
შაპუჰ სპარსელი
416-420
ვაკანტური
420-422
არტაშეს III
423-428

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]