ართვინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „ართვინი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ართვინი (მრავალმნიშვნელოვანი).
ქალაქი
ართვინი
Artvin
გერბი

ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
კოორდინატები 41°10′56″ ჩ. გ. 41°49′10″ ა. გ. / 41.18222° ჩ. გ. 41.81944° ა. გ. / 41.18222; 41.81944
ქალაქის მერი ემინ ოზგუნი
ფართობი 7,436 კმ²
ცენტრის სიმაღლე 345
მოსახლეობა 23 157 კაცი (2000)
სიმჭიდროვე 3114 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი 466
საფოსტო ინდექსი 08
ოფიციალური საიტი artvin.bel.tr
ართვინი — თურქეთი
ართვინი

ართვინი — ქალაქი თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ართვინის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ჭოროხის ნაპირზე, საქართველოს ისტორიულ მხარე ნიგალის ხეობაში, ბათუმიდან 50 კმ. მოსახლეობა 23 157 ადამიანი (2000 წ.).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარე ჭოროხის აუზი და, კერძოდ, ართვინი ძველთაგანვე კოლხეთის სამეფოს ბრინჯაოს მეტალურგიის მნიშვნელოვანი კერა იყო. ამ ადგილას ჯერ კიდევ გვიანდელი ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა დასახლება. 1932 წელს ქალაქთან აღმოჩნდა ძვ .წ. XII-XI საუკუნეების ბრინჯაოს განძი. ართვინი VIII-IX საუკუნეებში საქართველოს ისტორიული პროვინციის კლარჯეთის ფეოდალური ქალაქი გახდა. ართვინი თავდაპირველად ქართველთა საკურაპალატოს ეკუთვნოდა, შემდეგ საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში შევიდა. მდებარეობდა მეტად მნიშვნელოვანი გზების შესაყარზე. ერთმანეთთან აკავშირებდა, ერთი მხრით, კარნუ-ქალაქს, ბაიბურთს, არტაანს, არტანუჯსა და, მეორე მხრით, ბათუმ-გონიოსა და ხუფათს. საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ სამცხე-საათაბაგოს მნიშვნელოვან ქალაქად ითვლებოდა. XVI საუკუნის ბოლოდან, სამხრეთ საქართველოს ოსმალეთის იმპერიის მიერ დაპყრობის შემდეგ, ართვინი დაკნინდა. ოსმალეთის იმპერიის შემდაგენლობაში ქალაქი ართვინი ეკუთვნოდა ლაზისტანის სანჯაყის ლივანას კაზას. 1878 წლიდან შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში როგორც ართვინის ოკრუგის ცენტრი. 1882 წლისთვის ქალაქში იდგა 2 სომხური გრიგორიანული, 3 სომხური კათოლიკური ეკლესია, ტყავის სამი ქარხანა, 7 სკოლა. 1918 წელს დაიკავა თურქეთის არმიამ. 1920 წლის 3 მაისს, ბრიტანეთის საოკუპაციო მმართველობის თანხმობით, ქალაქში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო ნაწილები შევიდნენ ბახშიბეი მაჩაბელის მეთაურობით.[1] 1921 წლიდან ყარსის ხელშეკრულებით ისევ თურქეთის საზღვრებშია.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1882[2] 5862
1888[3] 6442 3275 3167
1910[4] 7494 3578 3916
2000 23 157
2012 25 771
2016 26 329

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]