არეკიპა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
არეკიპა
Arequipa

არეკიპის კათედრალი
დროშა გერბი

ქვეყანა პერუს დროშა პერუ
რეგიონი არეკიპა
კოორდინატები 16°23′55″ ს. გ. 71°32′12″ დ. გ. / 16.39861° ს. გ. 71.53667° დ. გ. / -16.39861; -71.53667
ქალაქის მერი სიმონ ბალბუენა მაროკინი
დაარსდა 1540
ფართობი 9,862 კმ²
ცენტრის სიმაღლე 2380
მოსახლეობა 904,931 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 280.23 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-5
სატელეფონო კოდი 54
საფოსტო ინდექსი 04
ოფიციალური საიტი munarequipa.gob.pe
არეკიპა — პერუ
არეკიპა
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1016
ინგლ.რუს.ფრ.

არეკიპა (ესპ. Arequipa) — მოსახლეობის რაოდენობით მეორე უდიდესი ქალაქი პერუში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. არის არეკიპის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ვულკან ელ-მისტის მთისწინეთში, ნაყოფიერ ხეობაში.

თანამედროვე ეპოქაში არეკიპა წარმოადგენს ქვეყნის სამხრეთი ნაწილის მსხვილ ფინანსურ, სამრეწველო და სავაჭრო ცენტრს. აქვს მჭიდრო ეკონომიკური კავშირები ბრაზილიასთან და ბოლივიასთან. რკინიგზის ხაზით უკავშირდება პერუში ტვირთბრუნვით მეორე ნავსადგურს - მატარანს.

1868 წელს ქალაქი პრაქტიკულად მიწასთან გაასწორა დამანგრეველმა მიწისძვრამ, თუმცა ქალაქს აღუდგინეს პირვანდელი სახე. არეკიპას ცენტრში დაცულია ბაროკოსა და ნეოგოთიკური სტილის ნაგებობები. ქალაქის ისტორიული ცენტრი 2000 წელს შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით, ხეობა სადაც მდებარეობს ქალაქი არეკიპა ჯერ კიდევ დასახლებული უნდა ყოფილიყო ძვ.წ. ძვ. წ. VII-VI საუკუნეებში. თანამედროვე ქალაქი 1540 წლის 15 აგვისტოს დააარსა ფრანსისკო პისაროს ემისარმა პედრო ანსურეს რედონდომ. იგი გახდა ქალაქის პირველი მმართველიც.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]