არდენები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არდენები
კოორდინატები: 50°15′ ჩ. გ. 5°40′ ა. გ. / 50.250° ჩ. გ. 5.667° ა. გ. / 50.250; 5.667
ქვეყანა ბელგიის დროშა ბელგია
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი
უმაღლესი წერტილი ბოტრანჟი
სიმაღლე 694 
სიგრძე 180 კმ
არდენები — ევროპა
არდენები

არდენები (Ardennes; კელტ. ard — მაღალი) — მაღლობი სამხრეთ ბელგიაში და ნაწილობრივ საფრანგეთსა და ლუქსემბურგში. გადაჭიმულია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ დაახლოებით 180 კმ-ზე. წარმოადგენს რაინის ფიქლოვანი მთების დასავლეთ დაბოლოებას. აგებულია დევონური და ქვიან-ნახშირიანი კირქვებით, ფიქლებითა და ქვიშაქვებით. საშუალო სიმაღლე დაახლოებით 350-400 მ. მაქსიმალური სიმაღლე 694 მ (მთა ბოტრანჟი). ზედაპირი პლატოსებრია. არდენები დრენირებულია მდინარე მაასითა და მისი შენაკადით — ურთით. ბევრია ტორფნარი ჭაობი, ფერდობებზე — არყის, ნაძვისა და მუხის ტყეებია. არის ქვანახშირისა და რკინის მადნის საბადოები. სახელწოდება არდენები მოიხსენიება ძველი წელთაღრიცხვის I საუკუნეში როგორც არდენების ტყე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]