აპიუს კლავდიუს კაუდექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აპიუს კლავდიუსი კაუდექსი (ლათ. Appius Claudius Caudex) — რომის კონსული ძვ. წ. 264 წელს. აპის კლავდიუს ბრმის შვილიშვილი. მონაწილეობას იღებდა პირველ პუნიკურ ომში.

264 წელს იგი მარკუს ფულვიუს ფლაკუსთან ერთად არჩეული იყო კონსულად. მისი კუნსულობის დროს გადაწყდა მესინაში მყოფი მამერტინელების დახმარება სირაკუზის ტირანი ჰიერონ II-ის წინააღმდეგ. მამერტინელებმა რომის გარდა დახმარება კართაგენსაც სთხოვეს. ვინაიდან რომს სურდა სიცილიის საკუთარ გავლენის სფეროში მოქცევა, მან ეს თხოვნა საბაბად გამოიყენა და აპიუს კლავდიუსი ორი ლეგიონით სიცილიაში ჩავიდა. მან დაიკავა რეგიუმი და ღამით გადაკვეთა სრუტე, სადაც სირაკუზელების და კართაგენელების ალყაში იყო მესინა. ბრძოლაში კლავდიუსმა ორივე არმია დაამარცხა და ქალაქი გაათავისუფლა.

სწორედ აპიუსთან დადო ჰიერონმა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სირაკუზელები რომის მოკავშირეები გახდნენ და ეხმარებოდნენ მთელი ომის განმავლობაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]