ანტონიო მასეო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
*ანტონიო მასეო
ესპ. Antonio Maceo Grajales
მეტსახელი ბრინჯაოს ტიტანი
დაბადების თარიღი 14 ივნისი, 1845[1] [2] [3] [4]
დაბადების ადგილი სანტიაგო-დე-კუბა
გარდაცვალების თარიღი 7 დეკემბერი, 1896[1] [2] [3] [4]
გარდაცვალების ადგილი პუნტა ბრავა
ჯარის სახეობა Revolutionary Armed Forces
წოდება გენერალ-ლეიტენანტი და გენერალი[5]
ბრძოლები/ომები ათწლიანი ომი

ანტონიო მასეო (ესპ. Antonio Maceo Grajales, დ. 14 ივნისი, 1845, სანტიაგო-დე-კუბა — გ. 7 დეკემბერი, 1896 წელი, პუნტა ბრავა) — კუბის დამოუკიდებლობისათვის ესპანელი კოლონიზატორების წინააღმდეგ ომის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ვენესუელი გლეხისა და შავკანიანი კუბელის ოჯახში. იყო წარმატებული მეწარმე და ფერმერი.

ათწლიანი ომის დასაწყისში (1868–1878) შეუერთდა მეამბოხეთა არმიას მამასთან და ძმებთან ერთად. ხუთი თვის განმავლობაში მასეომ გაიარა გზა რიგითიდან მეთაურამდე (მაიორი) და შემდეგ 1878 წელს მიიღო განმათავისუფლებელი არმიის გენერალ-მაიორის წოდება. ანტონიო მასეომ მონაწილეობა მიიღო ხუთასამდე ბრძოლაში. კანის ფერის და ფიზიკური ძალის გამო თანამებრძოლებმა მას ბრინჯაოს ტიტანი (ესპ. El Titan de Bronce) შეარქვეს.)[6]. ომის შემდეგ ის დევნილობაში იყო ამერიკაში სხვადასხვა ქვეყნებში (ჰაიტიში, იამაიკაში, კოსტა-რიკაში) და ემზადებოდა კუბაში ახალი აჯანყებისათვის.

1895 წლის აპრილში ხოსე მარტიმ და სხვა პატრიოტებმა დაიწყეს შეიარაღებული ამბოხება ესპანელების წინააღმდეგ. მასეო მაკსიმო გომესთან ერთად მეთაურობდა ამბოხებულთა ძალებს ორიენეტეს პროვინციაში, ხოლო სექტემბერში გახდა განმათავისუფლებელი არმიის სარდალის მოადგილე.

1896 წლის 7 დეკემბერს მასეო მოკლეს სან-პედროსთან ახლოს, სადაც ის მიემართებოდა თანამებრძოლთა მცირე დანაყოფთან ერთად, როდესაც ესპანელებმა გაუხსნეს ინტენსიური ცეცხლი. მასთან ერთად დაიღუპა მისი შვილი, რომელიც ცდილობდა მის გამოყვანას.


იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Масео Антонио // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1974. — Т. 15 : Ломбард — Мезитол. — С. 436.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  4. 4.0 4.1 Diccionario biográfico españolReal Academia de la Historia, 2011.
  5. Czech National Authority Database
  6. Foner, Philip Sheldon (1978). Antonio Maceo: The "Bronze Titan" of Cuba's Struggle for Independence. Monthly Review Press.