ანტარქტიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანტარქტიკა

ანტარქტიკა (ბერძნ. antarktikos < ანტი- და arktikos - ჩრდილოეთისა) — დედამიწის სამხრეთ პოლარული მხარე. მოიცავს კონტინენტ ანტარქტიდას მისი გარემომცველი ოკეანეების განაპირა ზღვებს (უედელის, ბელინსგაუზენის, ამუნდსენის, როსის) და კუნძულებს (სამხრეთ შეტლანდის, სამხრეთ სანდვიჩის, სამხრეთ გეორგიის, სამხრეთ ორკნეის, პეტრე I-ისა, ბალენისა და სხვა). ანტარქტიკას განეკუთვნება აგრეთვე სასაზღვრო ხაზთან მდებარე კუნძულები: პრინს-ედუარდის, კროზეს, მაკუორის და სხვა. ანტარქტიკის საზღვარი პირობითია და გადის სამხრეთ განედი 48-60° ფარგლებში. ფართობი 52, 5 მლნ. კმ². ანტარქტიკის მთელი შუა ნაწილი ანტარქტიდას უკავია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]