ანრი I დე გიზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანრი I დე გიზი
Henry I de Guise
გიზის 3-ე ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 1563
მმართ. დასასრული: 1588
წინამორბედი: ფრანსუა დე გიზი
მემკვიდრე: შარლ დე გიზი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 31 დეკემბერი, 1550
გარდ. თარიღი: 23 დეკემბერი, 1588 (37 წლის)
მეუღლე: კატრინ კლეველი
შვილები: შარლი, ანრი, ეკატერინე, ლუი III, შარლი, მარია, კლაუდია, კატრინი, ქრისტინე, ფრანსუა, რენე, ჟანა, ლუიზა, ფრანსუა
დინასტია: გიზი (დინასტია)
მამა: ფრანსუა დე გიზი
დედა: ანა დ’ესტე
რელიგია: კათოლიციზმი

ანრი I დე გიზი (დ. 31 დეკემბერი, 1550 — გ. 23 დეკემბერი, 1588) — გიზის მეორე ჰერცოგის, ფრანსუა დე გიზისა და მისი მეუღლის, ანა დ'ესტეს უფროსი ვაჟი. მისი დედის მამა იყო ფერარას ჰერცოგი - ერკოლე II დ'ესტე, ხოლო დედის დედა რენე დე ვალუა, საფრანგეთის მეფე, ლუი XII-ის ქალიშვილი. ამას გარდა მისი დედის პაპა და ბებია იყვნენ რომის პაპი ალექსანდრე VI და ლუკრეცია ბორჯია. აქედან გამომდინარე ანრის რამდენიმე სახელმწიფოს სამეფო დინასტიებთან ჰქონდა კავშირი.

1576 წელს ანრიმ დააარსა კათოლიკური ლიგა, რათა თავიდან აეცილებინა ჰუგენოტი ანრი დე ბურბონის, ნავარის მეფის, საფრანგეთის ტახტზე ასვლა. ანრი საფრანგეთის რელიგიური ომების დროს ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურა იყო. 1584 წელს ჩაება საფრანგეთის ტახტისათვის ბრძოლაში, რომელსაც სამი ანრის ბრძოლა ეწოდა. იგი იყო საფრანგეთის დედა დედოფალ ეკატერინე მედიჩის ერთ-ერთი უდიდესი მოწინააღმდეგე. 1588 წელს ეკატერინეს ვაჟმა, საფრანგეთის მეფე ანრი III დე ვალუამ ანრი დე გიზი მოკლა.

კათოლიკური ლიგა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგარიტა ვალუა

1563 წელს ბრძოლაში გარდაიცვალა ანრის მამა - ფრანსუა დე გიზი. როგორც უფროსმა ვაჟმა ამავე წელს მიიღო გიზის ჰერცოგის ტიტული. 1565 წელს დიდი წარმატებით იბრძოდა უნგრეთში ოსმალების წინააღმდეგ. უნგრეთიდან დაბრუნების შემდგომ ჩაება საფრანგეთის რელიგიურ ომებში", და მალე მისი ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გახდა. 1567 წელს მან სენ-დენთან ბრძოლის დროს იარნაკთან ბრძოლაში დაამარცხა პუატიეს ჰერცოგი, ასევე იბრძოდა მონკონტურის ბრძოლაში. 1570 წელს გახმაურდა მისი სასიყვარულო ურთიერთობა საფრანგეთის პრინცესა, მარგარიტა დე ვალუასთან. მარგარიტა იყო დედა დედოფალ ეკატერინე მედიჩის ასული და მეფე შარლ IX დე ვალუას უმცროსი და. ამით ძალიან შეურაცყოფილნი დარჩნენ მარტარიტას ოჯახის წევრები ვინაიდან ანრი მათზე დაბალი ფენიდან იყო თუმცა იგი მათზე დიდ ძალაუფლებას ფლობდა. ამ ეჭვების გასაფანტად ანრიმ ცოლად კატრინ კლეველი მოიყვანა.

არსებობდა მოსაზრება იმის შესახებ, რომ 1563 წელს ანრის მამა - ფრანსუა დე გიზი, ორლეანთან ჰუგენოტმა, ადმირალმა გასპარ დე კოლინმა მოკლა. ხოლო 1572 წელს წმინდა ბართლომეს ღამის დროს ანრიმ შური იძია მასზე და როგორც განსხვავებული რელიგიის ადამიანი მოკლა იგი. ამ ღამეს ანრიმ სხვა მრავალი ჰუგენოტიც გამოასალმა სიცოცხლეს. როგორც ამბობენ იგი ძალიან განრისხდა როცა მარგარიტა ვალუა ცოლად ჰუგენოტთა ბელადს, ნავარის მეფეს, ანრი დე ბურბონს მიათხოვეს 1572 წელს.

ეკატერინე კლეველი, ანრის მეუღლე

1575 წლის 10 ოქტომბერში მონაწილეობა მიიღო ჰუგენოტთა წინააღმდეგ გამართულ დორმანსის ბრძოლაში. ანრი ამ ბრძოლაში დაიჭრა, თუმცა ამ ფაქტმა მის რეპუტაციაზე დადებითად იმოქმედა. საფრანგეთის კათოლიკურ მოსახლეობაში ანრის ძალიან კარგი რეპუტაცია ჰქონდა.

1576 წელს ჩამოაყალიბა კათოლიკური ლიგა რათა საფრანგეთის სამეფო ტახტი დაეცვა ანრი დე ბურბონის გამეფებისაგან. ანრის თანდაყოლილი ჰქონდა დიპლომატიური მონაცემები და ამასთან იგი შესანიშნავი მებრძოლიც იყო. ამიტომაც ანრი ხალხში ბევრად უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობდა ვიდრე თავად საფრანგეთის სუსტი მეფე ანრი III დე ვალუა. როგორც ვიცით ანრის დიდი პაპა ლუი XII დე ვალუა იყო ამიტომაც ფორმარულად მასაც ჰქონდა საფრანგეთის ტახტზე უფლებები. თუმცა იყო ტახტის კიდევ ორი მემკვიდრე — თავად მეფის ძმა ფრანსუა დე ვალუა და მეფის სიძე ანრი დე ბურბონი, რომლის ბებიაც ასევე ვალუა იყო და იგივე უფლებები ჰონდა ტახტზე როგორიც ანრის. თმცა უნდა ითქვას, რომ 1584 წელს აშკარად არცერთი არ აცხადებდა პრეტენზიას, ამ წელს კი გარდაიცვალა ფრანსუა დე ვალუა რომელიც დოფინი იყო, ამიტომაც ახლა უკვე ორივე ანრიმ წამოიწყო ტახტისათვის ბრძოლა რომელზეც ანრი III იჯდა. ამრიგად დაიწყო რელიგიური ომების ახალი ეტაპი რომელიც '' სამი ანრის ბრძოლის'' სახელითაა ცნობილი.

მკვლელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანსუა დე ვალუას გარდაცვალების შემდგომ ანრი დე გიზმა ესპანეთის მეფე ფილიპე II-სთან გააფორმა იონვილის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით ცხადდებოდა, რომ ანრი III-ის უშვილოდ გარდაცვალების შემთხვევაში ანრი დე ბურბონს ტახტზე არავითარი უფლება არ ჰქონდა და მეფე ანრი დე გიზი გახდებოდა. ანრი III-მ დაამყარა მეგობრობა ჟან დე ლა ბარიერესთან და 1587 წელს აუშენა ეკლესია მათი მეგობრობის უკვდავსაყოფად. 1588 წლის 12 მაისს ანრი III იძულებული გახდა დაეტოვებინა პარიზი, როდესაც ქალაქი გუისის ჰერცოგის ჯარმა აიღო. იმავე წლის 23 დეკემბერს ანრი დე გიზი ჩავიდა ბლუას სასახლეში, სადაც მას ელოდებოდა თავისი ძმა ლუი II, გიზის კარდინალი. ჰერცოგს უთხრეს, რომ მას პირადად ელოდებოდა მეფე სამეფო საძინებელში, სადაც მცველებმა მოკლეს ანრი დე გიზი, შემდეგ მისი ძმა კარდინალი. იმისათვის, რათა სამეფო გვირგვინის მოცილე არ გამოსჩენოდა, მეფემ ჰერცოგის შვილი დააპატიმრებინა. გიზის ჰერცოგი ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მისმა მკვლელობამ კი მოქალაქეები ანრის წინააღმდეგ განაწყო. პარლამენტმა კრიმინალში დაადანაშაულა მეფე, რომელმაც დატოვა პარიზი.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1570 წლის 4 ოქტომბერს ანრი დე გიზმა ცოლად შეირთო ეკატერინე კლეველი (1548-1633), რომელთანაც 14 შვილი შეეძინა:

  1. შარლ დე გიზი (1571-1640), გიზის ჰერცოგი
  2. ანრი დე გიზი (1572-1574)
  3. ეკატერინე დე გიზი (1573)
  4. ლუი III დე გიზი (1575-1621), გიზის კარდინალი
  5. შარლ დე გიზი (1576)
  6. მარია დე გიზი (1577-1582)
  7. კლოდ დე გიზი (1578-1657), ევრეს ჰერცოგი
  8. ეკატერინე დე გიზი (1579)
  9. ქრისტინა დე გიზი (1580)
  10. ფრანსუა დე გიზი (1581-1582)
  11. რენე დე გიზი (1585-1626)
  12. ჟანა დე გიზი ( 1586- 1638)
  13. ლუიზა მარგარიტა დე გიზი (1588-1631)
  14. ფრანსუა ალექსანდრე დე გიზი (1589- 1614)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  •  Stuart Carroll, Noble Power During French Wars of Religion: The Guise Affinity and the Catholic Cause in Normandy, (Cambridge University Press, 1998), 126.
  • Stuart Carroll, Martyrs and Murderers:The Guise Family and the Making of Europe, (Oxford University Press, 2011), 187.
  • Strage, Mark (1976). Women of Power: The Life and Times of Catherine de' Medici. New York and London: Harcourt Brace Jovanovich. p. 277
  • Strage, pp. 277–278
  • OUP Complete Dryden, John. The works, vol 14: Plays, 1993. Los Angeles: University of California, Works of Christopher Marlowe 1998. pp. 294–295
  • Stuart Carroll, Noble Power During French Wars of Religion: The Guise Affinity and the Catholic Cause in Normandy, 27.