ანრი II (კონდეს პრინცი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანრი II
კონდეს პრინცი
მმართ. დასაწყისი: 5 მარტი, 1588
მმართ. დასასრული: 26 სექტემბერი, 1646
წინამორბედი: ანრი I
მემკვიდრე: ლუი II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1 სექტემბერი, 1588
დაბ. ადგილი: შარანტა, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 26 სექტემბერი, 1646, (58 წლის)
გარდ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე: შარლოტ მარგარიტა დე მონმორანსი
შვილები: ანა ჟენევიევა, ლუნევილის ჰერცოგინია
ლუი II, კონდეს პრინცი
არმანი, კონტის პრინცი
დინასტია: ბურბონები
მამა: ანრი I, კონდეს პრინცი
დედა: შარლოტ კატრინ დე ლა ტრემუალი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

ანრი II დე ბურბონ-კონდე (ფრანგ. Henri II de Bourbon-Condé; დ. 1 სექტემბერი, 1588 — გ. 26 სექტემბერი, 1646) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. კონდეს პრინც ანრი I-ისა და მისი ცოლის, შარლოტ კატრინ დე ლა ტრემუალის ვაჟი. კონდეს პრინცი 1588-1646 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანრი დაიბადა 1588 წლის 1 სექტემბერს. იგი იყო კონდეს უკვე გარდაცვლილი პრინცის, ანრი I-ისა და მისი მეორე ცოლის, ქმრის მოწამვლაში ბრალდებული და დაკავებული შარლოტ კატრინ დე ლა ტრემუალის ერთადერთი ვაჟი. მას ერთი ნახევარ-და და ერთი ღვიძლი და ჰყავდა. მისი და ელეონორი 19 წლის ასაკში მიათხოვეს 51 წლის ორანჟის პრინც ფილიპ ვილჰელმს.

ანრი მამის გარდაცვალებიდან ექვსი თვის შემდეგ დაიბადა, მაშასადამე იგი დაბადებისთანავე გახდა კონდეს პრინცი.

1589 წლის აგვისტოში საფრანგეთის მეფე ანრი III მოკლეს, რითაც ვალუას დინასტია შეწყდა, ტახტზე კი მისი სიძე და ანრის ბიძაშვილი ანრი IV ავიდა. ვინაიდან ახალი მეფე ბურბონი იყო, ანრი უკვე სისხლისმიერი პრინცი და ტახტის პირველი მემკვიდრე იყო, მანამ სანამ 1601 წელს დედოფალი მარია მედიჩი მომავალ მეფე ლუი XIII-ს გააჩენდა. თავდაპირველად იგი ჰუგენოტების პარტიის ლიდერად ითვლებოდა, თუმცა საუთარი სტატუსისა და მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მან უარყო კალვინიზმი და კათოლიკე გახდა.

1611-38 წლებში ანრი მეფის ძმის, გასტონ ორლეანელის შემდეგ ტახტის მეორე მემკვიდრე იყო, რასაც შემდგომში მეფის ორი ვაჟის გაჩენა მოჰყვა, რამაც ანრის ტახტზე ასვლის შანსები საბოლოოდ მოუსპო.

ანრი II გარდაიცვალა 1646 წლის 26 სექტემბერს, 58 წლის ასაკში.

ქორწინება და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1609 წლის 17 მაისს ანრიმ ცოლად შეირთო მონმორანსის ჰერცოგ ანრისა და მისი მეორე ცოლის, ლუიზა დე ბუდოზის ასული შარლოტ მარგარიტა დე მონმორანსი, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი:

  1. ანა ჟენევიევა (1619-1679), ცოლად გაჰყვა ლუნევილის ჰერცოგ ანრი II-ს;
  2. ლუი II (კონდეს პრინცი) (1621-1686), კონდეს პრინცი, მეტსახელად "დიდი კონდე", ცოლად შეირთო კლარა კლემენს დე მაილე-ბრეზი, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა;
  3. არმანი (1629-1666), კონტის პრინცი, ცოლად შეირთო ანა მარი დე მარტინოცი, რომელთანაც ორი ვაჟი შეეძინა;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Collins, James (2017). "Dynastic Instability, the Emergence of the French Monarchical Commonwealth and the Coming of the Rhetoric of "L'etat", 1360s to 1650s". In von Friedeburg, Robert; Morrill, John. Monarchy Transformed: Princes and their Elites in Early Modern Western Europe. Cambridge University Press. Roche, Daniel (1967). "Aperçus sur la fortune et les revenus des princes de Condé à l'aube du XVIIIe siècle". Revue d'histoire moderne et contemporaine Année. Volume 14 Number 3. Ward, A.W.; Prothero, G.W.; Leathes, Stanley, eds. (1911). The Cambridge Modern History. Cambridge University Press.