ანა გრუზინსკაია-გოლიცინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანა გრუზინსკაია-გოლიცინა

პრინცესა ანა 1797 წელს: შესრულებულია ფრანგი მხატვრის ლუიზა ელიზაბეთ ვიჟი ლებრუნის მიერ.
დაბადების თარიღი 17 აგვისტო, 1763
გარდაცვალების თარიღი 11 ოქტომბერი, 1842
ეროვნება ქართველი
პროფესია არისტოკრატი
მეუღლე(ები) ბორის გოლიცინი
მშობლები მამა: ალექსანდრე ბაქარის ძე

ანა გრუზინსკაია-გოლიცინა (რუს. Анна Александровна Багратион-Грузинская-Голицына; დ. 17 აგვისტო, 1763, მოსკოვი, — გ. 11 ოქტომბერი, 1842, იქვე) — ქართველი არისტოკრატი ქალი, ალექსანდრე ბაქარის ძე ბაგრატიონის ქალიშვილი და მეფე ვახტანგ VI-ის შვილთაშვილი. აღიზარდა მეფე არჩილის სამეფო კარზე მოსკოვში. რუსეთის საიმპერატორო კარის ერთ-ერთმა ულამაზესმა ქალბატონმა, ანამ იქორწინა რუს გენერალ ბორის გოლიცინზე. მან წარუდგინა ჭაბუკი პეტრე ბაგრატიონი თავად გრიგოლ პოტიომკინს. 1812 წელს ბოროდინოს ველზე დაჭრილი გენერალი ბაგრატიონი გოლიცინების მამულში გადაიყვანეს და იქ ანას მზრუნველობით მკურნალობდნენ, გარდაცვალების შემდეგ გოლიცინას დარჩა ბაგრატიონის საველე კანცელარიის დოკუმენტების ერთი ნაწილი. დაკრძალულია რუსული კულტურის ცნობილ ცენტრში — სერგის უდაბნოში (ახლანდელი ვლადიმირის ოლქი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]