ანა ავსტრიელი (1528-1590)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანა ავსტრიელი
ბავარიის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 7 მარტი 1550
მმართ. დასასრული: 24 ოქტომბერი 1579
წინამორბედი: მარია იაკობა ბადენელი
მემკვიდრე: რენატა ლოთარინგიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 7 ივლისი 1528
დაბ. ადგილი: პრაღა, ბოჰემია, საღვთო რომის იმპერია
გარდ. თარიღი: 16 ოქტომბერი 1590 (62 წლის)
გარდ. ადგილი: მიუნხენი, ბავარია, საღვთო რომის იმპერია
მეუღლე: ალბერხტ V ვიტელსბახი
შვილები: ვილჰელმ V, ბავარიის ჰერცოგი
ფერდინანდ ბავარიელი
მარია ანა, ავსტრიის ერცჰერცოგინია
ერნესტ ბავარიელი
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: ფერდინანდ I, საღვთო რომის იმპერატორი
დედა: ანა იაგელონი
რელიგია: კათოლიციზმი

ანა ავსტრიელი (გერმ. Anna von Österreich; დ. 7 ივლისი 1528, პრაღა, ბოჰემია — გ. 16 ოქტომბერი 1590, მიუნხენი, ბავარია) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ I-ისა და მისი უნგრელი ცოლის, ანა იაგელონის ქალიშვილი. ბავარიის ჰერცოგინია 1550-1579 წლებში როგორც ალბერხტ V ვიტელსბახის მეუღლე. ბავარიის ჰერცოგ ვილჰელმ V-ისა და ავსტრიის ერცჰერცოგინია მარია ანა ბავარიელის დედა.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანა დაიბადა 1528 წლის 7 ივლისს ბოჰემიისა და საღვთო რომის იმპერიის დედაქალაქ პრაღაში. იგი იყო საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ I-ისა და მისი ცოლის, უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის დედოფალი ანა იაგელონის მეთხუთმეტე შვილი. მისი და-ძმები იყვნენ: პოლონეთის დედოფალი ელიზაბეთი, საღვთო რომის იმპერატორი მაქსიმილიან II, ავსტრიის ერცჰერცოგი ფერდინანდ II, პოლონეთის დედოფალი კათარინა, მანტუის ჰერცოგინია ელეონორა, ფერარას ჰერცოგინია ბარბარა, ავსტრიის ერცჰერცოგი კარლ II და ტოსკანის ჰერცოგინია იოჰანა.

მამის ხაზით ანას ბებია-ბაბუები იყვნენ ბურგუნდიის ჰერცოგი ფილიპე I და კასტილიისა და არაგონის დედოფალი ხუანა I. ხოლო დედის ხაზით უნგრეთის, ბოჰემიისა და ხორვატიის მეფე ვლადისლავ II და ნავარის პრინცესა ანა დე ფუა.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანა ბავშვობაშივე იყო რამდენჯერმე დანიშნული. თავდაპირველად ბავარიის ჰერცოგ ვილჰელმ IV-ის ვაჟ თეოდორ ვიტელსბახზე, რომელიც 1534 წელს გარდაიცვალა და ქორწინება ვერ შედგა. შემდეგ კი საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ის ვაჟზე, ორლეანის ჰერცოგ შარლ დე ვალუაზე, რომელიც 1545 წელს გარდაიცვალა და ქორწინება ვეღარ შედგა.

ანა ავსტრიელი და მისი ქმარი ალბერხტი თამაშობენ ჭადრაკს, შესრულებულია ჰანს მიუნხენელის მიერ 1552 წელს

საბოლოოდ ანა 1546 წლის 4 ივლისს დაქორწინდა რეგენსბურგში, ბავარიის პრინც ალბერხტ ვიტელსბახზე, რომელიც მისი პირველი საქმროს, თეოდორის ძმა იყო. ეს ქორწინება იყო იმ ალიანსების ნაწილი, რომელსაც მისი ბიძა, იმპერატორი კარლ V აწარმოებდა და იმედოვნებდა, რომ ბავარია შმალკადენის ომების დროს მხარს დაუჭერდა. მართლაც, ალბერხტის მამამ, ჰერცოგმა ვილჰელმმა კარლოსს დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა და შმალკადენის ომების დროს დახმარებაც გაუწია.

ქორწინების შემდეგ ახალგაზრდა წყვილი ცხოვრობდა ტრაუნსიცის სასახლეში, ქალაქ ლანდსჰუტში. 1550 წლის 7 მარტს ალბერხტი ბავარიის ჰერცოგი გახდა, ანას კი ჰერცოგინიის ტიტული მიენიჭა. ამის შემდეგ წყვილი ქალაქ მიუნხენის სამეფო რეზიდენციაში გადასახლდა. ანასა და ალბერხტს დიდი გავლენა ჰქონდათ ბავარიის საჰერცოგოს სულიერ ცხოვრებაში. მათი მმართველობის პერიოდში მიუნხენის რეპუტაციამ აიწია და ის გახდა ევროპული ხელოვნების ცენტრი, მათ დააფუძვნეს რამდენიმე მუზეუმი და საფუძველი ჩაუყარეს სახელმწიფო ბიბლიოთეკის მშენებლობას.

ანა და ალბერხტი იყვნენ უამრავი მხატვრის მფარველნი, როგორიცაა ჰანს მიუნხენელი. ისინი ასევე მფარველობდნენ ფრანკო-ფლანდრიული წარმოშობის კომპოზიტორ ორლანდ დე ლასუსს. 1552 წელს ჰერცოგმა თავისი ცოლისათვის შეუკვეთა უამრავი უძვირფასესი სამკაულის დამზადება.

რელიგიური ანა მხარს უჭერდა კათოლიკურ სარწმუნოებას. მან შვედეთში დააფინანსა რამდენიმე ახალი კათოლიკური ტაძრის მშენებლობა და გარდა ამისა მფარველობდა წმინდა ფრანსისკეს ორდენს. იგი ასევე მკაცრად უზრუნველყოფდა თავისი შვილებისა და შვილიშვილების სულიერ განათლებას.

1579 წლის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა ალბერხტ V, ტახტზე კი მისი და ანას ვაჟი ვილჰელმ V ავიდა. ანა გახდა ქვრივი ჰერცოგინია და განაგრძობდა მიუნხენის სამეფო კარზე ცხოვრებას. იგი გარდაიცვალა 1590 წლის 16 ოქტომბერს, 62 წლის ასაკში, ბავარიის დედაქალაქ მიუნხენში. მისი გარდაცვალებიდან 150 წლის შემდეგ ჰაბსბურგებმა თავი ანას მემკვიდრეებად გამოაცხადეს (ვინაიდან ანაც ჰაბსბურგი იყო) და ბავარიის ტახტის მემკვიდრეობისთვის ატეხილი ომის დროს ტახტისთვის ბრძოლა დაიწყეს, მართალია დამარცხდნენ, თუმცა ბავარიის ვრცელი მიწები მიიტაცეს.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კარლ ვიტელსბახი (7 სექტემბერი 1547 - 7 დეკემბერი 1547);
  2. ვილჰელმ V ვიტელსბახი (29 სექტემბერი 1548 - 7 თებერვალი 1626), ბავარიის ჰერცოგი, ცოლად შეირთო რენატა ლოთარინგიელი;
  3. ფერდინანდ ვიტელსბახი (20 იანვარი 1549 - 30 იანვარი 1608);
  4. მარია ანა ვიტელსბახი (21 მარტი 1551 - 29 აპრილი 1608), დაქორწინდა ავსტრიის ერცჰერცოგ კარლ II ჰაბსბურგზე;
  5. მაქსიმილიანა მარია (4 ივლისი 1552 - 11 ივლისი 1614), გარდაიცვალა დაუქორწინებელი;
  6. ფრიდრიხ ვიტელსბახი (26 ივლისი 1553 - 18 აპრილი 1554);
  7. ერნესტ ვიტელსბახი (17 დეკემბერი 1554 - 17 თებერვალი 1612), კიოლნის არქიეპისკოპოსი.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ფრიდრიხ III, საღვთო რომის იმპერატორი
 
 
 
 
 
 
 
მაქსიმილიან I, საღვთო რომის იმპერატორი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ელეანორა პორტუგალიელი
 
 
 
 
 
 
 
ფილიპე I, ბურგუნდიის ჰერცოგი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
შარლი, ბურგუნდიის ჰერცოგი
 
 
 
 
 
 
 
მერი, ბურგუნდიის ჰერცოგინია
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ისაბელა ბურბონი
 
 
 
 
 
 
 
ფერდინანდ I, საღვთო რომის იმპერატორი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ხუან II, არაგონის მეფე
 
 
 
 
 
 
 
ფერდინანდ II, არაგონის მეფე
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ხუანა ენრიკესი
 
 
 
 
 
 
 
ხუანა I, კასტილიისა და არაგონის დედოფალი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ხუან II, კასტილიის მეფე
 
 
 
 
 
 
 
ისაბელ I, კასტილიის დედოფალი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ისაბელა პორტუგალიელი
 
 
 
 
 
 
 
ანა ავსტრიელი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ვლადისლავ II, ლიტვის მეფე
 
 
 
 
 
 
 
კაზიმირ IV, პოლონეთისა და ლიტვის მეფე
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
იადვიგა, პოლონეთის დედოფალი
 
 
 
 
 
 
 
ვლადისლავ II, უნგრეთისა და ბოჰემიის მეფე
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ალბერხტ II, გერმანიის მეფე
 
 
 
 
 
 
 
ელიზაბეთ ავსტრიელი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ელიზაბეთ ლუქსემბურგელი
 
 
 
 
 
 
 
ანა იაგელონი, უნგრეთისა და ბოჰემიის დედოფალი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ჟანი, სენდლის გრაფი
 
 
 
 
 
 
 
გასტონი, სენდლის გრაფი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
მარგარიტა დე ლა პოლე
 
 
 
 
 
 
 
ანა ნავარელი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
გასტონ IV, ფოქსის გრაფი
 
 
 
 
 
 
 
კატრინა დე ფოქსი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ელეანორა ნავარელი
 
 
 
 
 
 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]